საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ფედერიკა მოგერინისა და ანტონიო ტაიანის

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით. 23 იანვარს იგი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და ევროპის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანტონიო ტაიანის. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.