სერბეთში დემონსტრანტებმა პრეზიდენტს კარზე მიუკაკუნეს

Your browser doesn’t support HTML5

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა მარშით გაიარეს პრეზდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის სასახლემდე. 11 იანვარს მათ კარზე მიუკაკუნეს პრეზიდენტს და თან სკანდირებდნენ: „ქურდო“. 2018 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ეს 58-ე შაბათი იყო, როცა ხალხი ქუჩაში გავიდა ანტისამთავრობო აქციაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში დემონსტრანტები ითხოვენ ვუჩიჩისა და ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლების გადადგომას და ქვეყანაში ფართო მასშტაბის რეფორმების გატარებას.