სერბეთში ჩინელები პატრულირებენ და ჩინური სათვალთვალო კამერები მოქმედებს

Your browser doesn’t support HTML5

უსაფრთხოების ახალი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ჩინეთის პოლიციის პატრული სერბ კოლეგებთან ერთად გააკონტროლებს ბელგრადს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ამის წყალობით ჩინელი ტურისტები თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ სერბეთში. თუმცა ორი ქალაქი, სადაც ერთობლივი პატრული იმოქმედებს, ჩინური ინვესტიციებით უფროა ცნობილი, ვიდრე ტურისტებით. ამავე ინიციატივის ფარგლებში ბელგრადის ქუჩებში ამოქმედდა Huawei-ს სათვალთვალო კამერები, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებს და იღებს. უფლებადამცველები შიშობენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის პირადი ინფორმაციის დაცვას.