ამის შესახებ ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ პროექტის "ზოგად" პარამეტრებზე, თუმცა არა კონკრეტულ ვადებზე.
"პროექტის რეალიზაციის ვადებზე მკაფიო შეთანხმება ჯერ არ არსებობს. ეს მაინც კომერციული ინფორმაციაა, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა", - თქვა პესკოვმა.
ახალი გაზსადენის შესახებ შეთანხმება ვლადიმირ პუტინის მიმდინარე ვიზიტისას მოსკოვის პრიორიტეტად მიიჩნეოდა. პროექტის გატანას რუსეთი უკვე დიდი ხანია ცდილობს და გასული წლის სექტემბერში მხარეებმა იურიდიულად სავალდებულო მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი.
სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი
მიუხედავად ამისა, გაზსადენი არ არის ნახსენები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალ ხუთწლედში, რომელიც მიმდინარე წლის მარტში მიიღეს. ანალიტიკოსების ცნობით, ჩინეთი პროექტის საბოლოო შეთანხმებას რამდენიმე რამის გამო არ ჩქარობს.
დასავლური მედიის ცნობით, მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან გაზის ფასზე და სავალდებულო შესყიდვების მოცულობაზე - ჩინეთი ცდილობს გაზი რუსეთის შიდა საბაზრო ფასად მიიღოს და შეამციროს სავალდებულოდ შესასყიდი მოცულობა.
პეკინში ვლადიმირ პუტინის რიგით 25-ე ვიზიტისას ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ვიწრო და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. რუსეთის დელეგაციაში შედის 5 ვიცე-პრემიერი, 8 მინისტრი, უმსხვილესი სახელმწიფო ენერგეტიკული და საფინანსო კომპანიების ხელმძღვანელები და ცენტრალური ბანკის მმართველი.
ჩინეთის და რუსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას „ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განმტკიცების შესახებ“ და დეკლარაციას „მრავალპოლარული მსოფლიოსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების“ შესახებ.
ასევე ნახეთ
ტრამპის ნაკვალევზე - ვლადიმირ პუტინი პეკინში მზარდად დისპროპორციული ურთიერთობების გასამყარებლად მიდისდღეს საღამოს გაიმართება საზეიმო მიღება, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს შორის კეთილმეზობლობის 25 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ვიზიტი ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის ჩაის სმის ცერემონიით დასრულდება, რომელზეც ორივე მხრიდან 4-4 წევრია მიწვეული. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ სად გაიმართება ეს შეხვედრა, თუმცა ბოლო ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტს ჩაით ჯონგნანჰაის ბაღში გაუმასპინძლდნენ - იმავე კომპლექსში სადაც გასულ კვირას სი ძინპინი და დონალდ ტრამპი სეირნობდნენ