"სიყვარული შიშზე ძლიერია": ნავალნის მხარდამჭერთა აქციები ახალ ფორმატში

ხალხი მოსკოვში გულებს ხატავს მობილური ტელეფონების ნათურების მეშვეობით და ამგვარად 14 თებერვალს მხარდაჭერას გამოუხატავს ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის, და მის მეუღლეს, იულიას.

ნავალნის გუნდმა ხალხს მოუწოდა, გამოსულიყო აქციაზე "სიყვარული შიშზე ძლიერია". ნავალნის დაპატიმრებისა და ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო დემონსტრაციებისა და მარშების გამართვის შემდეგ, ზოგმა პროტესტის ახალი ფორმატი უკანდახევად მიიჩნია.

ნავალნის მომხრეები სანთლებს ანთებენ ომსკის ერთ-ერთ ეზოში. 

გაყინულ მდინარე ნევაზე სანქტ-პეტერბურგში. 

სანქტ-პეტერბურგის ეზოებში. 

ქალი მანათობელი პლასტმასის იხვით ხელში მოსკოვში, წითელ მოედანზე. იხვი იმაზე მინიშნებაა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ექს-პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ფეშენებელური უძრავი ქონება აქვს კერძო ტბითა და წყლის ფრინველების თავშესაფრით. 

ომსკში

წითელ მოედანთან მოსკოვში

მოსკოვში ოპოზიციონერი ქალები ნავალნისა და მისი მეუღლის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობენ შეყვარებულთა დღეს. 

ქალები სანქტ-პეტერბურგში ნავალნისა და მისი მეუღლის მხარდამჭერ აქციაზე 14 თებერვალს.

ქალები ყვავილებით ხელში მოსკოვში ცოცხალი ჯაჭვის შექმნისას. 

ცოცხალი ჯაჭვის მონაწილე სანქტ-პეტერბურგში. აქცია გაიმართა პოლიტპატიმარი ქალების მხარდასაჭერად და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ნავალნის მომხრე მოსკოვში, არბატზე