სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ლიბერალმა აქტივისტმა ზუზანა ჩაპუტოვამ
Your browser doesn’t support HTML5
30 მარტს სლოვაკეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების უკანასკნელი რაუნდი. გარემოს დამცველმა იურისტმა ზუზანა ჩაპუტოვამ დაამარცხა ევროპის კომისიის პიცე-პრეზიდენტი მაროშ შევჩოვიჩი, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს. ჩაპუტოვას პოლიტიკაში კატაპულტირებას ხელი შეუწყო საპროტესტო ტალღამ, რომელიც მოჰყვა 2018 წლის თებერვალში სლოვაკი ჟურნალისტისა და მისი საცოლის მკვლელობას. ჩაპუტოვას საარჩევნო კამპანიის მთავარი მესიჯები იყო ბრძოლა კორუფციისა და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ. ასევე მან მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის ბოშათა უმცირესობას.