სმითების მკვლელობა - ადვოკატის ვერსია

სმითების ოჯახის ფოტოების გამოფენა მარნეულში

სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატი, დავით გირგვლიანი, ბრალდების მხარისგან წარმოდგენილი მკვლელობის საქმის სრულიად განსხვავებულ ვერსიაზე ლაპარაკობს.

დავით გირგვლიანი გამოძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებელთა ჩართვის მოლოდინშია და საქმის მნიშვნელოვან დეტალებზე პასუხს არ იძლევა. ამასთან, მალხაზ კობაურთან გასაუბრების საფუძველზე ამტკიცებს, რომ მკვლელობა ორმა პირმა ჩაიდინა, რომლებიც ხადის ხეობაში შეხვდნენ სმითების ოჯახს. ორი პირიდან ერთ-ერთს თან იარაღიც ჰქონდა, ისინი ფლობდნენ ქართულ ენას და გადაადგილდებოდნენ შავი ფერის ავტომობილით.

Your browser doesn’t support HTML5

სმითების მკვლელობა - ადვოკატის ვერსია

დავით გირგვლიანი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში შეხვდნენ ერთმანეთს მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური და მის მიერ ნახსენები „ორი უცხო“ ადამიანი ერთმანეთს; რა მანძილზე იმყოფებოდა მალხაზ კობაური მაშინ, როცა მის მიერ აღწერილ სურათს აკვირდებოდა (ანუ მკვლელობის მისეულ ვერსიას); რატომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ სმითები იცნობდნენ იმ უცხო ადამიანებს; რა ვითარებაში აიძულეს უცხო პირებმა მალხაზ კობაური ნანახის შესახებ არაფერი ეთქვა, თორემ დედმამიშვილებს დაუხოცავდნენ.

„როცა ამის დრო მოვა, აუცილებლად გავცემთ პასუხს შეკითხვებზე, ჩვენ ნამდვილად გვაქვს პასუხები ამ შეკითხვებზე. არ გავურბივართ. ამჟამად კითხვაზე პასუხის გაცემა ნამდვილად არ გამომდინარეობს გამოძიების ინტერესებიდან“, განაცხადა დავით გირგვლიანმა.

11 ივლისს მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროკურორი დავით ყაზარაშვილი ირწმუნებოდა, რომ ბრალდებული მალზახ კობაური ჯერ პოლიციისთვის კვალის არევას ცდილობდა, შემდეგ თავად უჩვენა, სად იყო დამალული მოკლული ბავშვის ცხედარი და დანაშაულის იარაღი, დღეს კი პოზიცია შეცვალა და ბრალს არ აღიარებს.

სმითების ოჯახის ფოტოების გამოფენა მარნეულში

სმითების ოჯახის სამი წევრის ცხედრები 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, მამა და 4 წლის შვილი მოკლულია, დედა კი გაქცევისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ამერიკელმა რაიან და ლორა სმითებმა, რომლებიც საქართველოში 6 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ, საქართველოში ორმაგი მოქალაქის სტატუსი 2012 წელს მიიღეს. ისინი ცხოვრობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ და სოციალურ პროექტებს ახორციელებდნენ.