მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა არსებობს, რაც თბილისის მიერ დასახელებულ ტარიფს უკავშირდება.
რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა დღეს, 25 დეკემბერს რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბარში დაადასტურა, რომ საქართველომ აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანზიტისათვის „მაღალი“ და „არაკონკურენტული“ ფასი დაასახელა.
„ერთ მხარეს არის საქართველოს რკინიგზის კომპანია, მეორე მხარეს კი მარცვლეულის ან ბენზინის იმპორტიორი კომპანიები. ბუნებრივია, მათ უნდა აწარმოონ მოლაპარაკება და იპოვონ საუკეთესო ვარიანტი“, - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე მოლაპარაკებებში მონაწილეობა მის კომპეტენციაში არ შედის.
მანამდე, 18 დეკემბერს ნიკოლ ფაშინიანმა თქვა: „თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები მოძებნიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გარიგებები კვლავ საინტერესო იქნება“.
ასევე ნახეთ თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, იმედია, ბიზნესები მოძებნიან ალტერნატიულ გზებს - ფაშინიანი საქართველოთი ტრანზიტის „მაღალ ტარიფზე“„სახმელეთო საზღვარი უნდა გაიხსნას“
მინისტრმა პაპოიანმა ფაშინიანის ნათქვამი ასე განმარტა:
„ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი დროა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის გასახსნელად“.
მისი თქმით, სომხეთის საზღვრამდე აზერბაიჯანიდან რკინიგზით მივა ტვირთი, ხოლო შემდეგ, სომხეთის ტერიტორიაზე - „მულტიმოდალურად“, - სატვირთო მანქანებითა და შემდეგ რკინიგზით გადაიტანენ.
ასევე ნახეთ თუ რუსეთი „დაპირებულ ინვესტიციებს“ არ ჩადებს, სომხეთმა შესაძლოა რკინიგზის სექციები დაიბრუნოს და თავად განაახლოს - ფაშინიანიამჟამად აზერბაიჯანს სომხეთის საზღვრამდე რკინიგზა არ აქვს.
„ვფიქრობ, რომ არ არსებობს გარემოებები, რომლებიც ამას ხელს შეუშლის არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში. ჩემი აზრით, ბიზნესიც მზად არის ამისთვის“, - თქვა მინისტრმა პაპოიანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ აზერბაიჯანული მხარე მზად იქნება, მათ შეუძლიათ ამ მეთოდზე გადაერთონ.
ასევე ნახეთ სომხეთში აზერბაიჯანული ბენზინი არსებულ საბაზრო ფასებზე იაფად გაიყიდებაკონტექსტი
18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა. ტვირთი დანიშნულების ადგილას მეორე დღეს ჩავიდა.
- მანამდე აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ „უსაფუძვლოდ მაღალი“ ტარიფი მოითხოვა საწვავის ტრანზიტისთვის.
- აზერბაიჯანულ პროსამთავრობო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველომ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფი“ მოითხოვა;
- თბილისში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის „ერთჯერად იმპორტს“ სახელმწიფო „სრულიად უსასყიდლოდ“ განახორციელებდა.
აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა Minval Politika ირწმუნება, რომ ბაქო სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს „თბილისის სატარიფო დემარშის საპასუხოდ“.
ასევე ნახეთ ერთჯერადად გვთხოვეს ნავთობის გატარება, რასაც სრულიად უფასოდ ვაკეთებთ - ეკონომიკის სამინისტრო აზერბაიჯანიდან სომხეთში ტრანზიტზე ასევე ნახეთ "ტრამპის მარშრუტი" - სად არის საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე?