სოფლის ექიმები: შეშა სახლიდან მოგვაქვს

Your browser doesn’t support HTML5

ჯანდაცვის სისტემის პირველადი რგოლის, ამბულატორიების, თანამშრომლები კახეთის სოფლების ნაწილში, როგორც თავად ამბობენ, კორონავირუსის პანდემიას საკუთარი ხარჯით ებრძვიან. ამბულატორიების თანამშრომლები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ სამინისტროსგან გასული წლის ზაფხულში მხოლოდ ერთხელ მიიღეს სადეზინფექციო საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, ხელთათმანები და ფარები, რაც 2 კვირის მარაგი იყო, მას შემდეგ კი ამ ყველაფერს საკუთარი ხელფასით ყიდულობენ.