ტოჩინოშინმა მოგება-წაგებების ბალანსი გაათანაბრა

ტოჩინოშინი მეხუთე ბრძოლას ხვალ ჩაატარებს.

2019 წლის პირველ ბაშოზე, ოთხი ტურის შემდეგ, ლევან გორგაძის ანგარიშზე ორ-ორი მოგება და წაგებაა.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სეკიტორი, რომელიც ჰაცუ ბაშოს მეექვსე მაეგაშირას რანგში ატარებს, დღეს მეხუთე მაეგაშირა ენჰოს დაეჭიდა და ეფექტურად დაამარცხა.

177-კილოგრამიანმა ქართველმა გოლიათმა უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ტანმორჩილი, 99-კილოგრამიანი რიკიში ხელში პატარა ბავშვივით აიტაცა და დოჰიოს ხაზს მიღმა გადასვა.

ტოჩინოშინი მეხუთე ბრძოლას ხვალ ჩაატარებს, მეხუთე მაეგაშირა მეისეის წინააღმდეგ. აქამდე მას ორჯერ შეხვედრია და ორივეჯერ წააგო.