უკრაინის ეკლესიის მეთაური: ჩვენი მომავალი ერთად უნდა ვაშენოთ

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის ახლად გაერთიანებული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მართლმადიდებლები ეტაპობრივად გაერთიანდებიან ახალ ეკლესიაში და მომავლის „ერთად შენებას“ შეუდგებიან. ეპიფანე 15 დეკემბერს აირჩიეს ახალი ეკლესიის მეთაურად. 6 იანვარს ეკლესია კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქისგან მიიღებს დამოუკიდებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ტომოსს.