როგორ ესტუმრა "ბიგ მაკი" მოსკოვს
პუშკინის მოედანზე ზღვა ხალხი დგას რიგში მოსკოვის პირველი "მაკდონალდსის" გახსნის დღეს, 1990 წლის 31 იანვარს.
მოსკოველები არ შეუშინებია რესტორნის მაღალ ფასებს. 1990 წელს ერთი "ბიგ მაკი" ღირდა 3,50 მანეთი - უფრო მეტი, ვიდრე ავტობუსის ერთთვიანი ბილეთი. (იმ დროისთვის საშუალო ხელფასი იყო 150 მანეთი.)
"მაკდონალდსში" ხალხმრავლობაა.
პუშკინის მოედანზე მდებარე "მაკდონალდსში" შესვლის მსურველთა რიგი.
მოსკოვში "მაკდონადსის" გახსნის დღეს.
ნორჩი მოსკოველები გემოს უსინჯავენ დასავლურ ჰამბურგერებსა და უალკოჰოლო სასმელებს.
პირველ წლებში რუსეთში "მაკდონალდსს" იოლად არ მისდიოდა საქმე. ამ სურათზე რუსი ცხოველთა დამცველები საპროტესტო აქციას მართავენ რესტორნის წინ 1992 წელს.
ხარისხის კონტროლი "მაკდონალდსის" ქარხანაში, რომელიც მოსკოვის გარეუბანში მდებარეობდა. კონტროლიორები ჰამბურგერის კატლეტების ფორმას ამოწმებენ 1994 წელს. კონვეიერს საათში გადაჰქონდა 10 ათასი კატლეტი, რომლებიც ოთხი სასაკლაოდან მიღებული საქონლის ხორცისგან მზადდებოდა.