შვილმკვდარი მამების აქციამ "ქართულ ოცნებასთან" გადაინაცვლა

Your browser doesn’t support HTML5

მალხაზ მაჩალიკაშილმა და ზაზა სარალიძემ რამდენიმე საათით პარლამენტიდან "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს. ისინი პანკისის იმ სპეცოპერაციის მონაწილეთა დასჯას მოითხოვდნენ, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშილი ემსხვერპლა. აქციაზე იოსებ გოგოლაშვილის სახელმაც გაიჟღერა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სუს-ის მაღალჩინოსანი ერთ-ერთი დამნაშავეა მისი შვილის მკვლელობაში და ის ამჟამად სალომე ზურაბიშვილის შტაბში მუშაობს.