1920-იანი წლების ავღანეთის ხიბლი

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ავღანეთთან ასოცირდება ათასობით დაღუპული და დაშავებული ადამიანი, მოშლილი ინფრასტრუქტურა, დასახიჩრებული ლანდშაფტები, დანგრეული ნაგებობები. ამ ძველ ფოტოებზე ავღანეთი სრულიად განსხვავებული კუთხით ჩანს.

გაზაფხული ქაბულის მახლობლად მდებარე ბაღში. 1920-იან წლებში ავღანეთს ახალმოპოვებული ჰქონდა ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა. ათწლეულის უდიდესი ნაწილის განმავლობაში ქვეყანას მართავდა ამანულა ხანი, სეკულარული ორიენტაციის რეფორმატორი, რომელსაც დასავლურ ყაიდაზ სურდა ქვეყნის მოდერნიზება.

დამთვალიერებლები ჩაის სახლის წინ, დასავლეთ ქაბულში.

ოქრომჭედელი მუშაობისას ქაბულის ეზოში. ფოტოგრაფ ფრედერიკ გადმერის მიერ 1928 წელს გადაღებული ეს ფოტოები ნაწილია პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს აღბეჭდვას ფართოფორმატიან ფერად ფოტოებზე.

ქალი ქაბულის ერთ-ერთ ხეივანში მისეირნობს. პროექტი The Archives of the Planet დააფინანსა ფრანგმა ბანკირმა, რომელმაც 50-ზე მეტ ქვეყანაში გაგზავნა ფოტოგრაფები 1909-31 წლებში.

ავღანეთის თანამედროვე სახელმწიფოდ მიჩნეული აჰმად შაჰ დურანის აკლდამა. არქივები სავსეა საუკუნის წინანდელი მსოფლიოს მომნუსხველი ფოტოებით, მაგრამ ავღანეთის ფოტოები იმით გამოირჩევა, რომ ისინი მოწმობს, რამდენად რადიკალურად შეიცვალა ქვეყანა.

საათის კოშკი ქაბულში. როგორც იტყობინებიან, ეს ნატიფი შენობა მიწასთან გაასწორეს სამოქალაქო ომის დროს, რომელმაც გააჩანაგა ავღანეთი 199-იან წლებში.

ბათქაშის დეკორაცია სახლის ფასადზე ქაბულში.

ევროპელი ქალი პორტრეტისთვის პოზირებს ქაბულში.

ტრიუმფული თაღი ფაღმანის ბაღში, ქაბულის მახლობლად. თაღი აიგო 1919 წელს ბრიტნეთის წიწნააღმდეგ ომში დაღუპულების ხსოვნის საპატივცემულოდ. ეს ომი ავღანეთში დამოუკიდებლობისთვის ომის სახელითაა ცნობილი. ნაგებობის ზედა ნაწილი აფეთქდასსრკ-ავღანეთის ომის დროს 1980-იან წლებში, მაგრამ მას შემდეგ აღდგენილ იქნა.

ფაღმანის ბაღები. ეს საზოგადოებრივი პარკი 1900-იანების დამდეგს ააშენა ამანულა ხანმა.

შადრევანი ფაღმანის ბაღებში. აქ მდებარე შენობების უდიდესი ნაწილი განადგურდა 1980-90-იანი წლების ბრძოლებში.

ევროპელი ქალი ფაღმანის ბაღებში დასეირნობს. ამჟამად ეს ადგილი ძაღლების ორთაბრძოლებისთვის გამოიყენება.

გაზაფხული ფაღმანის ბაღებში.

პასტელის ფერის შენობა ქაბულში.

ქაბულის სასოფლო-სამეურნეო სკოლის დირექტორი ბატონი ჟირარი და მისი მეუღლე.

აქლემების მწყემსები სამხრეთ ავღანეთში.

მოგზაურები ფარას ციტადელზე დასავლეთ ავღანეთში. ციტადელი დღესაც არსებობს.

დადუმებული შადრევანი ქაბულში.

დარულ ამანის სასახლე ქაბულის გარეუბანში. სასახლე ამანულა ხანის კიდევ ერთი პროექტი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მკაცრი კურსის მიმდევარმა ისლამისტებმა ხელისუფლება დაატოვებინეს 1929 წელს, მიი მშენებლობა შეწყდა.

დარულ ამანის სასახლის უკანა მხარე. 1980-იანი და 1990-იანი წლების ქაოსის შემდეგ ნატყვიარებიანი სასახლე ავღანეთში კანონის უქონლობის სიმბოლოდ იქცა, მაგრამ ერთ-ერთი ავღანური ინიციატივამიზნად ისახავს სასახლის აღდგენა ავღანეთის დამოუკიდებლობის ასი წლისთვათან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლის აგვისტოში აღინიშნება.