30 წლის წინ პრაღაში: სტუდენტური გამოსვლებიდან ხავერდოვან რევოლუციამდე

1989 წლის იანვარში უკვე იმართებოდა საპროტესტო აქციები. ამ ფოტოზე პოლიცია ძალას იყენებს სტუდენტ იან პალახის მიერ თავის დაწვის 20 წლისთავთან დაკავშირებული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. პალახის პროტესტი მიმართული იყო 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ბლოკის ჯარების ინტერვენციის წინააღმდეგ. 

პოლიციელები მისდევენ დემონსტრანტებს, რომლებიც შეიკრიბნენ 1968 წლის 21 აგვისტოს საბჭოთა ბლოკის ჯარების ინტერვენციის აღსანიშნად. კომუნისტურ რეჟიმს პირველი ბზარები დაეტყო. 

პრაღის ვაცლავის მოედანზე დემონსტრანტები თავისუფლებასა და დემოკრატიას მოითხოვენ 1989 წლის 28 ოქტომბერს, 1918 წელს ჩეხოსლოვაკიის სახლმწიფოს შექმნის წლისთავზე. 

შემოტრიალების წერტილი იყო 1989 წლის 17 ნოემბერი, როცა ქვეყანაში აღინიშნებოდა სტუდენტთა საერთაშორისო დღე. ის ეძღვნებოდა 50 წლით ადრე ნაცისტების მიერ მოკლული სტუდენტის ხსოვნას. 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს ათასობით სტუდენტმა მშვიდობიანად გაიარა ქალაქის ცენტრში, სანამ მათ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები დაუპირისპირდებოდნენ ნაროდის ქუჩაზე. 

სტუდენტები სანთლებს ანთებენ პოლიციის კორდონთან. მართალია, საპროტესტო აქცია არაძალადობრივი იყო და სტუდენტები მღეროდნენ, "ჩვენ შიშველი ხელები გვაქვს", პოლიციამ უკან დასახევი გზები გადაუკეტა მათ და შეუტია.
 

ასობით ადამიანი დაშავდა აქციის დაშლისას. ამ ფოტოზე ქალი ყვავილს უწვდის სპეცრაზმელებს, რომლებიც წინ აღუდგნენ დემონსტრანტებს.

პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ხიდი დაიკავა, რათა დემონსტრანტებისთვის გზა გადაეკეტა პრაღის ციხე-სიმაგრისკენ - ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის რეზიდენციისკენ. დემონსტრაციები სწრაფად ფართოვდებოდა, რასაც ხელი შეუწყო ხელისუფლების მიერ პირველ ღამეს სასტიკი ძალის გამოყენებამ. 

დემონსტრანტები მუხლებზე დგებიან სპეცრაზმელების წინაშე 19 ნოემბერს. ხელისუფლებამ მათ კვლავ ძალადობა დაუპირისპირა.

კაცი, რომელსაც ბავშვი უზის მხრებზე, სპეცრაზმელების წინაშე დგას ასობით სხვა დემონსტრანტთან ერთად. 1989 წ. 19 ნოემბერი. 

დემონსტრანტები ჩეხოსლოვაკიის დროშებს იქნევენ ეროვნული კინოსკოლის წინ. სტუდენტები და თეატრის მსახიობები გაიფიცნენ.

21 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლების მეხუთე დღეს, პრაღაში ვაცლავის მოედანზე დემონსტრანთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. 

ხალხი სანთლებს ანთებს სპეცრაზმელთა წინ, რომლებიც დემონსტრანტებს ხიდზე არ უშვებენ. 21 ნოემბერი. 

ვაცლავ ჰაველი, დისიდენტი მწერალი და ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, აივნიდან მიმართავს ვაცლავის მოედანზე შეკრებილ ხალხს 24 ნოემბერს. შეკრებილთა რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია. 

ხალხმრავლობის გამო საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები იძულებული გახდნენ, უფრო გაშლილ ადგილზე გადასულიყვნენ. 26 ნოემბერს ლეტნას პარკში ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მოიყარა თავი ვაცლავ ჰაველისა და ოპოზიციის სხვა ლიდერების მოსასმენად. 

სტალინის ბიუსტი წარწერით "არაფერია მარადიული" საყოველთაო გაფიცვის პირველ დღეს. პრაღა, ვაცლავის მოედანი, 27 ნოემბერი. 

ოპოზიციური ჯგუფის, "სამოქალაქო ფორუმის" ლიდერების შეხვედრა პრაღის თეატრში. (მარჯვნიდან მეორე: ვალავ ჰაველი).

19 დეკემბერს ვაცლავის მოედანზე გამართული საპროტესტო აქცია. ტრანსპარანტზე წერია "ჰაველი ციხე-სიმაგრეში" - პოპულარული ლოზუნგი, რომლითაც ხალხი ჰაველის გაპრეზიდენტებას ითხოვდა. დიდი რაოდენობით ხალხი განაგრძობს შეგროვებას მას შემდეგ, რაც კომუნისტები დათმობაზე წავიდნენ და თავისუფალ არჩევნებს დათანხმდნენ. 
 

ვაცლავ ჰაველი და მისი მეუღლე ოლგა მოქალაქეებს ესალმებიან პრაღის ციხე-სიმაგრესთან, მას მერე, რაც ფედერალურმა ასამბლეამ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად დანიშნა 29 დეკემბერს. 

31 დეკემბერს ხალხი ზეიმობს ახალ წელს, ახალ მთავრობას და ახალ დემოკრატიულ ერას.