ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მუშა მოყვა და დაიღუპა

Your browser doesn’t support HTML5

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებისას ჩამოშლილმა მიწამ ქვეშ მოიყოლა ერთი მუშა, რომელიც ადგილზე მისულ მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ. თვითმხილველების თქმით, ინციდენტი ილიას უნივერსტეტთან ახლოს, ჭავჭავაძის 32 ნომერთან მოხდა. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ დაღუპული მუშა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში არ იყო დასაქმებული და ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავდა დაქირავებული.