ხანძარი გაჩნდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფია მობილიზებული. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი წაეკიდა 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებულ საოფისე ინვენტარს.