ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის წლისთავზე გაიმართა მდუმარე აქცია-მსვლელობა. ერთი წლის წინ მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას, რათა დამნაშავეები დაისაჯონ. ზაზა სარელიძესთან ერთად, მდუმარე აქციაში მონაწილეობს მალხაზ მაჩალიკაშვილი - პანკისში შარშანდელი სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.