გამოიწერე
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ რიჟენკოვის თქმით, 19 ნოემბერს მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ მიხაილ გალუზინმა და გიორგი ზურაბაშვილმა მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გააგრძელონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული.
დედაქალაქის ცენტრში, ვაკეში, მდებარე საჯარო სკოლაში მუნის შემთხვევები გამოვლინდა. 55-ე სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
რუსეთის მურმანსკის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ჩიბისს, რომელიც გაფლანგვასა და ქრთამის აღებაშია ბრალდებული, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
რუსეთის ჯარებმა 25 ნოემბერს მორიგი საჰაერო შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე. სისტემაში შექმნილი რთული ვითარების გამო ბევრ რაიონში ვეღარ ხერხდება ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკის დაცვა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომდევნო წლის 1 თებერვლიდან კიდევ უფრო ამკაცრებს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის წესებს. გადაწყვეტილება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე დღეს, 25 ნოემბერს, მიიღეს.
2026 წლის 25 ნოემბერს კლინიკაში გარდაიცვალა 31 წლის ილია ისაევი, - კაცი, რომლის ბინაში, ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქებასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს.
გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის სხვადასხვა რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ განაცხადა. რუსული და უკრაინული საინფორმაციო არხების ცნობით, დარტყმა იყო რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტის“ ქარხნებზე.
უკრაინის პრეზიდენტმა არასერიოზული უწოდა ბელარუსის ავტორიტარი მმართველის ინიციატივას მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად ერთად ჩასვლის შესახებ. ლუკაშენკამ თავისი იდეა ერთ-ერთ ევროპულ გამოცემას გაუზიარა. ზელენსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი წინადადებები „საინფორმაციო სივრცეს აბინძურებს“.
26-27 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის ახალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოსა (MFF) და 2027 წლისთვის უკრაინის დაფინანსებაზე იმსჯელებენ.
რადიო თავისუფლება გაეცნო ევროპარლამენტის რეზოლუციის შეთანხმებულ პროექტს, რომელიც პაატა ბურჭულაძის საქმესა და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს ეხება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი 24 ნოემბერს ხარკოვში ჩავიდა. სტრიტინგი ბრიტანეთის პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრის მანძილზე მდებარე ამ ქალაქს ეწვია.
ჩამოტვირთე მეტი