ირკუტსკში 28 წლის ლაბორანტის გარდაცვალების შემდეგ იზრდება შიში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების გამო: ათობით ადამიანი იზოლაციასა და კარანტინია. ვითარებას აკვირდება აშშ-ის ადმინისტრაცია. ვაშინგტონში რუსეთთან მოგზაურობის შეზღუდვაზე საუბრობენ.
აშშ-ს აქვს ახალი უფლებამოსილებები რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდისთვის, თუმცა მისი ზეგავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე, გამოიყენებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია მათ თანმიმდევრულად და განუმარტავს თუ არა მკაფიოდ მოსკოვსა და სხვა მთავრობებს, თუ რას ელის მათგან.
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს როგორც ლატვიის მზადყოფნაზე რუსეთთან შესაძლო ომისთვის, ასევე იმაზე, თუ რისი გაკეთების უფლებას აძლევს რუსეთი საკუთარ თავს ევროპის ქვეყნებში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი აბრაჰამ ჰამადე, - რომელიც ივნისში ბაქოში, აგვისტოში კი ერევანში იმყოფებოდა, - აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საბოლოო ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმება, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე გაფორმდება.
იელის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც თვალს ადევნებს რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელ ბავშვებს, შეკვეცის საფრთხე ემუქრება.
რაზეა დამოკიდებული მოიტანს თუ არა შედეგს აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარგზავნილების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის, 5-6 სექტემბრის შეხვედრები მოსკოვსა და კიევში?
აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებიდან ექვსი თვის შემდეგ, ირანის კონფლიქტი კვლავ მოუგვარებელია. მიუხედავად სამხედრო დანაკარგებისა, ირანი ინარჩუნებს გავლენის ბერკეტს ჰორმუზის სრუტეზე.
25 აგვისტოს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორ ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის შესახებ პირველი ცნობა CBS-მა გაავრცელა. რეტკლიფი რუსეთის დედაქალაქში ლატვიის გავლით ჩაფრინდა.
აშშ-ის სანქციების ექსპერტების განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის ახალი კამპანია ირანის ეკონომიკური იზოლაციისთვის, შესაძლოა, ეფექტიანი ესკალაცია იყოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი თავის მუქარას კონკრეტული ქმედებებით განამტკიცებს.
უკრაინაში ოთხწლიანმა ომმა ფუნდამენტურად შეცვალა გლობალური აღქმა რუსეთის სამხედრო ძალის შესახებ - დაუმარცხებელი მასის შესახებ არსებული მითი ჩაანაცვლა ოპერაციული მარცხის, მძიმე დანაკარგებისა და იძულებითი ადაპტაციის რეალობამ.
მსოფლიოს წამყვანი ავტოკრატიები - ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა - სულ უფრო მეტად იყენებენ ერთმანეთის რესურსებს, სამხედრო შესაძლებლობებსა და გეოპოლიტიკურ ბერკეტებს დასავლეთთან მიმდინარე დაპირისპირებაში.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე ვაშინგტონი მსჯელობს, როგორ შეინარჩუნოს ზეწოლა მოსკოვზე. პარალელურად, აშშ-სთვის გამოწვევად რჩება რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
უკრაინა აშშ-ისგან შეიარაღების მთხოვნელის როლიდან გამოდის და სულ უფრო მეტად გვევლინება მისი პარტნიორის როლში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.
კაპიტოლიუმის ბორცვზე მშვიდად, მაგრამ მიზანმიმართულად ემზადებიან საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობების ფუნდამენტური გარდაქმნისთვის. საქმე აღარ ეხება დიპლომატიურ წკიპურტებს - ვაშინგტონი ცდილობს ამერიკის თავდაცვის სისტემის ბერკეტების გამოყენებას თბილისის ტრაექტორიის შესაცვლელად.
როდესაც ვაშინგტონი თეირანის მიმართ შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს, ზოგიერთი ანალიტიკოსი ამჩნევს ნაცნობ სქემებს, ამასთან, არა ახლო აღმოსავლეთიდან, არამედ კრემლის არსენალიდან.
აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერები, სავარაუდოდ, მოლაპარაკებას გამართავენ იშვიათ მიწათა ელემენტების - იშვიათი ნივთიერებების ექსპორტსა და ეკონომიკურ დაძაბულობაზე, თეირანსა და აზიაში უსაფრთხოების გარშემო მზარდი უთანხმოების განხილვის პარალელურად.
ჩამოტვირთე მეტი