რუსეთში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ომის ჩიხზე: სამხედრო ბლოგერები შეტევის პოტენციალის ამოწურვას აღიარებენ, ექსპერტები კი ამბობენ, რომ უკრაინა ინიციატივის გადაბარებას უახლოვდება. რას ცვლის დრონების ომი, „რუხი ზონის“ გაფართოება და დადგა თუ არა გარდატეხის მომენტი ფრონტზე?
კრემლის ერთგული Z-ბლოგერების პროტესტი სულ უფრო შესამჩნევი ხდება: ვიქტორია ბონიას საჯარო მიმართვამ პუტინისადმი აჩვენა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა ბანაკშიც იზრდება უკმაყოფილება, მათ შორის ინტერნეტისა და სოც. ქსლების შეზღუდვის გამო. ვინ და რატომ გაბედა კრემლის კრიტიკა და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?
კრემლის გულმხურვალე მხარდამჭერი ბლოგერი ილია რემესლო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი და პუტინის წასვლა მოითხოვა, სავარაუდოდ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის მობილურ ოპერატორებს ავალდებულებს, ფსბ-ს მოთხოვნით გათიშონ კომუნიკაცია.
რუსეთის ეკონომიკას, რომელიც წელს სულ რაღაც 0,9%-ით იზრდება, 2026 წელს კარგი არაფერი ელის. მოახლოებულ რეცესიაზე მიუთითებს წარმოებისა და კადრების შემცირებები მსხვილ კომპანიებში. რუსეთის მთავრობა ასევე ელოდება ინფლაციის ზრდასა და რეკორდულად დაბალ მოსავალს სოფლის მეურნეობაში.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, თითქოსდა თანამდებობიდან წასვლა მოითხოვა. როგორც რუსული მედია წერს, ეს უკვე რიგით მეოთხე მსგავსი შემთხვევაა. თუმცა ჩეჩნეთის მეთაურმა მალევე სცადა აეხსნა, რომ მას არასწორად გაუგეს.