ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
17 მაისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს. წელს ლგბტ თემის უფლებების ქართველმა დამცველებმა უარი თქვეს ამ დღის მასშტაბურ აღნიშვნაზე, თუმცა ჰომოფობიის მიზეზებზე დისკუსია ქვეყანაში მაინც გრძელდება.
თითქმის ათი წელია, მაისის ეს თბილი დღეები - ზღვის სეზონი რომ ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩემისთანა „მორჟისთვის“ ცივ ზღვაში შესვლა რომ ნეტარებაა - საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. კანის ფესტივალზე წლის საუკეთესო ფილმები გადის. ეს ფაქტია!
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შრომითი უფლებები, ეკონომიკის და ეკოლოგიის პრობლემები, განათლება და ევროპული არჩევანი - საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება აპრილის თვეშიც ამ თემებით იყო გაჯერებული. გიორგი გვახარიას სტუმარია მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრი, ნიკა წიქარიძე.
როგორ აღინიშნება მშრომელთა საერთაშორისო დღე საქართველოში. ამ და სხვა თემებს ეხება გიორგი გვახარიას დღევანდელი გადაცემა.
დოკუმენტური ფილმების სტუდიაში გადაიღეს რეჟისორმა ლევან კიტიამ და სცენარის ავტორმა ბიძინა მაყაშვილმა ფილმი “ეს იყო სიზმარი” - გიული ჩოხელის პორტრეტი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა გასულ კვირაში ნახა.
დღევანდელ გადაცემაში სხვა თემებთან ერთად საუბარია სტომატოლოგიური დაწესებულებების ახალ რეგულაციებზე.
რუსეთი აპირებს, ციფრულ მატარებელზე გადაიტანოს მთელი თავისი კოლექცია, ანუ, ფაქტობრივად, მთელი საბჭოთა კინო, მათ შორის - ქართული ფილმები.
“კინო სკოლა” - ასე ჰქვია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროგრამას, რომლის განხორციელებაც ახლახან დაიწყო. კინოცენტრის ინიციატივა მიზნად ისახავს მოზარდებში კინოხელოვნების პოპულარიზაციას.
4 აპრილს, უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღეს, პარტიზანმა მებაღეებმა და ცხოველთა უფლებების კომიტეტმა ვაკის პარკში მოაწყო ერთობლივი აქცია, რომელიც მთლიანად უსახლკარო ცხოველებს.
შეიძლება თუ არა დღეს “9 აპრილის თაობაზე” საუბარი? ვინ არიან ეს ადამიანები? რამდენად იმოქმედა 9 აპრილის ღამემ მათ იდენტობაზე, მოქალაქეებად მათ ჩამოყალიბებაზე? როგორ მოვიდნენ ისინი 9 აპრილამდე და რა ხდებოდა შემდეგ - როგორ გადააფასეს თავიანთი მოღვაწეობა?
ამ კვირაში თბილისში, სამხატვრო გალერეა “გამრეკელში”, მოეწყო ხელოვნებათმცოდნისა და მხატვრის, თამარ მელიქიშვილის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით “გაქცევა”.
დღეს მე გადავეყარე ფაშიზმს იქ, სადაც ყველაზე მდიდარი, ყველაზე შეძლებული ხალხი იკრიბება საქართველოში. სწორედ ეს ფაშიზმია - „ვაკის ფაშიზმი“ - ყველაზე საშიში ქვეყნის განვითარებისთვის და ევროპასთან ჩვენი ინტეგრაციისთვის.
7 აპრილს თბილისში, მწერალთა სახლში, დავით გაბუნიას პიესების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.
ბავშვთა მიმართ ძალადობა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება. ამ საკითხის ირგვლივ 1 აპრილს თბილისში, „ფრონტლაინ ჯორჯიას“ ოფისში, დისკუსია გაიმართა.
გამოკვლევის თანახმად, საქართველოს სკოლებში მასწავლებელი სრულიად დასაშვებად მიიჩნევს მართლმადიდებლობის პროპაგანდას და ასეთი სახის პროპაგანდის მიმართ პროტესტს, როგორც წესი, არც მშობლები გამოხატავენ. არის თუ არა ეს კანონის დარღვევა? ირღვევა თუ არა ამ დროს ბავშვის უფლებები?
თბილისში ე.წ. "ხრუშჩოვკების'' ნაცვლად კომფორტული საცხოვრებელი სახლები აშენდება“. “ხრუშჩოვკებს” საინტერესო ისტორია აქვს და, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიასაც ასახავს.
ჩამოტვირთე მეტი