ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, გამოშვებაში მოგითხრობთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს საქართველოში ფოსტა; გავაგრძელებთ უცხოეთში საქართველოდან მიგრანტების თემაზე საუბარს; შემოგთავაზებთ სიუჟეტს ცნობილი ფრანგი მწერლის, ფსიქობიოგრაფიების ოსტატ დომინიკ ფერნანდესზე, რომლის დაბადებიდან 80 წელი აღინიშნება ამ დღეებში; ვისაუბრებთ რუსეთის კინოინდუსტრიის ხელმძღვანელად ნიკიტა მიხალკოვის სკანდალურ დაბრუნებაზე. მეათე სტუდიას პრაღაში ბიძინა რამიშვილი უძღვება.
ადამიანის უფლებათა დამცველებმა მადლობა უნდა გადაუხადონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს. მის რეპლიკას მამათმავლების დასჯის აუცილებლობაზე მოჰყვა დისკუსიის დაწყება ჰომოსექსუალიზმის შესახებ.
"მეათე სტუდიის" ამ გამოშვებაში ვნახავთ, რით ჰგავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო წელს და 2007 წელს განვითარებული პროცესები; მოგითხროთ ქართველი მიგრანტების პრობლემებზე გერმანიაში; ვისაუბრებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შესახებ; შემოგთავაზებთ სიუჟეტს გამოჩენილ ფრანგი კინორეჟისორის, მარსელ კარნეს შესახებ, რომელსაც წელს ასი წელი შეუსრულდებოდა. „მეათე სტუდიას“ ბიძინა რამიშვილი უძღვება.
კარნე, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა და თითქმის სიცოცხლის ბოლომდე იღებდა ფილმებს, სულ რამდენიმე წელია, რაც ხელახლა დააფასეს.
რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დევნილთა პრობლემებზე დღეს, როცა აგვისტოს ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა?
თემურ ცხოვრებოვი მოუწოდებს სამხრეთ კავკასიის დე ფაქტო და დე იურე რესპუბლიკების ხელისუფალთ, გამოყონ თითო კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ”სამხრეთ კავკასიის სამოქალაქო რესპუბლიკის” შესაქმნელად.
შარშანდელი აგვისტოს მოვლენების შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ კინოფესტივალის ორგანიზატორები კავკასიიდან.
განმანათლებლობის წარმოდგენა ქრისტიანობის დამაქცევლის სახით არახალია რუსეთისთვის... და, სამწუხაროდ, საქართველოსთვისაც.
"წითელ ზონაში" გავიხსენებთ თითქმის 30 წლის წინანდელ მოვლენას - თბილისის როკ-ფესტივალს, რომელიც 1980 წელს ჩატარდა.
სამხრეთ კავკასიის მშვიდობის ფესტივალი ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მშვიდობის თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენებას.
ივლისის ბოლოს თბილისის კინოეკრანებზე გამოვა ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმი ”შეწყვეტილი ამბორი”.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თაოსნობით გამოცემულ კრებულში „ალჟირის პატიმართა პორტრეტები“ საუბარია სტალინური რეპრესიების ეპოქაზე. ამ კრებულში შესული ერთ-ერთი წერილის ავტორი ლევან გიგინეიშვილი "წითელი ზონის" სტუმარია.
ვისაც ჯერ კიდევ გახსოვთ გაგრა და მისი გარეუბნები, დამეთანხმებით, ალბათ, რომ გაგრასა და სარფს შორის რაღაც არის საერთო.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონის მიხედვით, ცოტა ხანში შეიძლება სავალდებულო გახდეს ფილმების ჩვენება სუბტიტრებით კინოდარბაზებსა და სამაუწყებლო სივრცეში.
40 წლის წინ, 1969 წლის ივლისში, საბჭოთა ეკრანებიდან მოხსნეს მიხაილ რომის ფილმი "ჩვეულებრივი ფაშიზმი" – კრემლმა რომის ფილმში დაინახა ანალოგია ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის.
”მე მჯერა სიყვარულის” - ასე ჰქვია საქველმოქმედო კონცერტებს, რომელთაც ქეთი მელუა 14 ივლისს თბილისში და 15 ივლისს ბათუმში გამართავს.
მესმის, რომ ძნელია, მთელი ცხოვრება გაუძლო ფანატიკოსთა კენჭებს, ქვებს და ლოდებს. მაგრამ იმისათვის რომ დაგიჯერონ, ნუთუ აუცილებელია დააყოლო, რომ გძულს ვიღაც?
როგორია სიკვდილის სახე ქართულ კულტურაში? რატომ არის ასეთი თეატრალიზებული დაკრძალვის რიტუალი? როგორია სიკვდილის მიმართ დამოკიდებულება სხვა კულტურებში?
თუკი ყოველი ჩვენგანი უკვე მუშაობს და ერთობა ვირტუალურ სივრცეში, რა არის უცნაური გენდერულ და რასობრივ „მიქსში“, რომელიც მაიკლ ჯექსონმა საკუთარი სხეულისგან შექმნა?
5 აპრილს მიხეილ კობახიძეს 70 წელი შეუსრულდა. შესანიშნავი ქართველი კინორეჟისორის იუბილე აღნიშნეს პარიზში, სადაც "ქორწილის", "ქოლგის", "მუსიკოსების" ავტორი 90-იანი წლებიდან ცხოვრობს.
ჩამოტვირთე მეტი