ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
ირანელ კინორეჟისორებს ისეთი ბიოგრაფია აქვთ, მათ ცხოვრებაზე რომანები დაიწერება. ფაქტობრივად - ყველას. მაგრამ მოჰსენ მაჰმალბაფის ცხოვრება, ვფიქრობ, მაინც განსაკუთრებულია.
„შვილის“ ამ ეპიზოდის გადამღებ ჯგუფს ნინო ჭავჭავაძემ, 80-იანი წლების საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, რომელსაც 2018 წელს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, ზურაბ ჭავჭავაძის ქალიშვილმა ყვარელში უმასპინძლა.
სოციალური ქსელები ისევ აჭრელდა შაჰის ეპოქის ირანის ფერად-ფერადი ფოტოებით - მოღიმარი, მოკლეკაბიანი გოგონებით და ჰალსტუხიანი ბიჭებით.
ქეთევან დოჩანაშვილმა საშუალო სკოლას, რომელიც 2008 წელს დაარსა, „საერთაშორისო ქართული სკოლა“ დაარქვა. „საერთაშორისო“ იმიტომ, რომ როგორც თავად ამბობს, სკოლის მიზანი მრავალმხრივად განვითარებული მოქალაქეების ჩამოყალიბებაა, რომლებიც ნებისმიერ გარემოში შეძლებენ საკუთარი თავის დამკვიდრებას
31 მაისს დიდ გერმანელ კინორეჟისორს, რაინერ ვერნერ ფასბინდერს, 80 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვალებამდე, 1982 წელს, 36 წლის ფანსბინდერს 44 ფილმი ჰქონდა გადაღებული.
კანის 78-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბოლო დღე, როდესაც გამარჯვებულების გამოცხადებამდე საკონკურსო პროგრამის ფილმებს იმეორებენ ხოლმე, აუცილებლად შევა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კინოდათვალიერების ისტორიაში.
ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვან სოლისტს, 23 წლის გიორგი ფოცხიშვილს ვახტანგ ჭაბუკიანს ადარებენ. ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელიც კლასიკურ ბალეტში ქართული ცეკვიდან მივიდა, მართლაც აგრძელებს ეროვნული ქორეოგრაფიის საუკეთესო ტრადიციებს.
კანის 78-ე კინოფესტივალზე ირანული კინოს ორი მარგალიტის, ჯაფარ ფანაჰის „უბრალო ავარიის“ და საიდ რუსთაის „ქალი და ბავშვის“ ჩვენების შემდეგ მნიშვნელოვნად გაფერმკრთალდა, მე ვიტყოდი, „გასაცოდავდა“ კიდეც ყველაფერი, რაც დასავლელმა კინემატოგრაფისტებმა წარმოადგინეს მსოფლიოს მთავარ კინოფორუმზე.
კანის 78-ე კინოფესტივალი ეკვატორს უახლოვდება, თუმცა შუალედური გამოკითხვების ლიდერი არ შეცვლილა - პირველ ადგილზე ისევ სერგეი ლოზნიცას ფილმი „ორი პროკურორია“.
კანის 78-ე კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამის ლიდერი გამოიკვეთა - ჟურნალ „Screen-ის" ტრადიციულ გამოკითხვაში კინოკრიტიკოსების ყველაზე მაღალი შეფასება აქვს უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას ლატვიაში გადაღებულ ფილმს, „ორ პროკურორს“.
ამ ეპიზოდში ნიკო მანაგაძე, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც საერთაშორისო სამართლს სწავლობს, მიმართავს თანატოლებს, რომლებსაც პოლიტიკური ბრძოლა არა მარტო ქუჩაში, არამედ შინ, მშობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან უხდებათ.
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს განსაკუთრებით უხდება „გენერალი დელა როვერა“, რომელიც შეიძლება დღეს უფრო აქტუალური, უფრო მნიშვნელოვანი ფილმია, ვიდრე თუნდაც რობერტო როსელინის ყველა დროის შედევრი „რომი ღია ქალაქი“.
გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ქართველი კინორეჟისორია. მისი „ათოვდა ზამთრის ბაღებს“, რომელიც საქართველოს ტელეფილმების სტუდიის ბაზაზე შეიქმნა, ახალგაზრდა კინომოყვარულებს შეიძლება გაგონილიც არ ჰქონდეთ.
რეჟისორი დათა თავაძე, თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გიორგი გვახარიასთან საუბარში ამბობს, რომ ცენტრის დახურვა „პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო პროცესის დასრულება“ იყო.
სიზუსტის მოყვარულები შემახსენებენ - იმ დროს როცა ლევან კიტია „გზაჯვარდინს“ იღებდა (მანამდე კახა თოლორდავასთან და კოტე ჯანდიერთან ერთად ფილმის სცენარზე მუშაობდა) საქართველო ფორმალურად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.
ჩამოტვირთე მეტი