ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
8 მარტს თბილისში ფემინისტური ფილმების ფესტივალი იხსნება. „საუბარი თავისუფლებაზე“ მასპინძლობს ფესტივალის ორგანიზატორებს - ნინო ხარჩილავას და ეკა წერეთელს, რომლებიც ამ კინოფორუმში ჩართული ფილმების შესახებ საუბრობენ.
ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, თბილისში ეწყობა სარვამარტო მსვლელობა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე, გიორგი გვახარიას სტუმარია. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი გვაცნობს ტექსტს მანიფესტისა, რომელიც სწორედ ამ აქციასთან დაკავშირებით გავრცელდა.
ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, თბილისში ეწყობა სარვამარტო მსვლელობა. „არ არსებობს უმუშევარი ქალი!“ - ასე დაარქვეს მანიფესტს მსვლელობის ორგანიზატორებმა.
„საუბარი თავისუფლებაზე“ უბრუნდება ე.წ. „ციანიდის საქმეს“, რომლის გამოც, გადაცემის სტუმრის, ჟურნალისტ გოჩა მირცხულავას თქმით, დისკრედიტირებულები არიან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საქართველოს ეკლესია.
პანკისის ხეობას ბევრი სტუმრობს. ცდილობენ გაიგონ, რატომ მიდიან აქედან ახალგაზრდები სხვა ქვეყნის ომში? შვილმკვდარი მამები და დედები, უკვე რამდენიმე წელია ცდილობენ გაიგონ, რატომ დაკარგეს შვილები? რატომ წავიდნენ ისინი ომში? სიღარიბის გამო, თუ იდეების გამო?
ქართველი კინომცოდნეების გაერთიანება „სინეასტი“ საქართველოს კინოთეატრებში რუსულად დუბლირებული ფილმების ჩვენების წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებს. პეტიციისა და ღია წერილის ერთ-ერთი ავტორი, კინომცოდნე გიორგი რაზმაძე არის გიორგი გვახარიას სტუმარი გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“.
„წითელი ტერორის" მსხვერპლი ქართველი მხატვრები - ზოგიერთი მათგანი დახვრიტეს, სხვებმა ნახატებით გადაირჩინეს თავი, სურათებით, რომლითაც სტალინს და პარტიას ადიდებდნენ. რა ვიცით ჩვენ ამ მხატვრებზე და რა ვიცით ადამიანებზე, რომლებიც რეჟიმის მსხვერპლებს ასამართლებდნენ და კლავდნენ? რა ვიცით ჯალათების შესახებ?
საქართველოში ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დისტანცია არასდროს არსებობდა. ხელისუფლება ამას არასდროს მალავდა და ბიზნესმენებს შეხვედრებს უწყობდა. ვუყურებთ და ვმსჯელობთ ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილთან ერთად. გადაცემის სტუმრები არიან:
ჟულიეტ ბინოშზე, როგორც არტისტზე პირველად სწორედ ბერლინის ფესტივალზე ჩავიქნიე ხელი., აი იმ ისტორიულ “ბერლინალეზე”, რომელიც უკანასკნელი იყო ფესტივალის წინა დირექტორისთვის და რომელიც პატრის შეროს გენიალური სურათის, “ინტიმის” გამარჯვებით დასრულდა.
“წლევანდელ ფესტივალზე ნამდვილად მივუახლოვდით იდეალურ ბალანსს - საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამებში წარმოდგენილი ფილმების 60 პროცენტი მამაკაცებმა გადაიღეს, 36 პროცენტი ქალებმა”, - უთქვამს “ბერლინალეს” რომელიღაც ორგანიზატორს გერმანელი ჟურნალისტებისთვის გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
“წლევანდელ ფესტივალზე ნამდვილად მივუახლოვდით იდეალურ ბალანსს - საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამებში წარმოდგენილი ფილმების 60 პროცენტი მამაკაცებმა გადაიღეს, 36 პროცენტი ქალებმა”
2 წლის წინ კანში ჯერ კიდევ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ინტერნეტ-სატელევიზიო ბიზნესს ბოიკოტით მოვუგებდით ომს - არ გადავიხდიდით ფულს “ნეტფლიქსის” ფილმების სანახავად. მაგრამ სადღაა რომანტიკოსის ადგილი ამ წყეულ მიწაზე! ბოიკოტზე უარი თქვა ჯერ ვენეციის კინოფესტივალმა, ახლა კი “ბერლინალემ”...
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეროვნული კინოცენტრი არ მისცემდა ფულს რეჟისორ თეონა შტრუგარ მიტესკას ამ ფილმის გადასაღებად. უბრალოდ, საპატრიარქო აბობოქრდებოდა, მართლმადიდებელი შვილების დამცველები და ა.შ.
„კეთილშობილი ყაჩაღის“ მოთხოვნილება ყოველთვის იყო საქართველოში და თუ ქუთაისი დიდი მხატვრების, პოეტების, მუსიკოსების და რეჟისორების ქალაქია, რატომაც არ უნდა იყოს „ქურდების ქალაქი“? „ანარეკლებში" - საუბარი ქუთაისელ მეგობრებთან, რომლებიც ჩვენთან ერთად მოგზაურობენ „ქურდების" ქუთაისში.
ერთ დროს, სანამ “ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიალს თებერვლის ბოლოს გადმოსწევდნენ, ბერლინის კინოფესტივალს “ოსკარების გენერალურ რეპეტიციას” უწოდებდნენ.
“გაყინულ ბერლინში, ყველგან ორპირი ქარი რომ უბერავს, ძაღლს რომ არ გაუშვებ გარეთ, კინოში სიარულისგან როგორ უნდა მიიღო სიამოვნება?..” - არაერთხელ უკითხავთ ჩემთვის...
ჩამოტვირთე მეტი