გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
კონფლიქტურ ზონებში ინციდენტების პრევენციისთვის სამუშაო ჯგუფები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატით შეიქმნა და მისი შეხვედრა ამჯერად სოფელ ერგნეთში უნდა გამართულიყო.
გორში ერთი კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები პოლიციის მიერ დაკავებული ზაალ გუდაძისა და თამაზ ტლაშაძის გათავისუფლების მოთხოვნით.
მესამე დღეა გორში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილენი პოლიციის მიერ დაკავებული ზაალ გუდაძისა და თამაზ ტლაშაძის გათავისუფლებას მოითხოვენ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ, რომელიც 31 მაისს აირჩიეს, პირველ სხდომაზე სპიკერის კანდიდატურის დასახელება ვერ შეძლო.
ჟენევის დისკუსიის ახალი რაუნდის მოსამზადებლად ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები ცხინვალში იმყოფებოდნენ.
გორში რესპუბლიკური პარტიის წევრი ზაალ გუდაძე ხელყუმბარის, პარტიის მხარდამჭერი თამაზ ტლაშაძე კი - ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავეს .
ევროკავშირმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას წყლით მომარაგების სისტემის რეაბილიტაცია შესთავაზა.
გორის რაიონის დაზარალებული სოფლების მოსახლეობისთვის მიმდინარეობს ხეხილის შესაწამლი მასალის გაცემა. მაგრამ ეს პროცესი უსიამოვნებისა და დავის საბაბად გადაიქცა.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, არ გაიმართება ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის 11 ივნისისთვის დანიშნული შეხვედრა.
რეგიონალური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაზე მუშაობენ. მიმდინარეობს 11-პუნქტიანი პროექტის მუხლობრივი განხილვა.
დე ფაქტო პრეზიდენტის ოპონენტები, რომლებიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობენ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად გაერთიანებას ცდილობენ. „ოსურმა ოპოზიციამ კოკოითის ომი გამოუცხადა“.
ფრონეს ხეობის სოფელ დვანის მოსახლეობამ გორში, ადმინისტრაციულ შენობასთან, საპროტესტო აქცია გამართა. ისინი სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
საქართველოს 2000–ზე მეტ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 14 ივნისს გაიმართება. უკვე დაკომპლექტდა საარჩევნო კომისიები, რომლებიც განცხადებების მიღებით არიან დაკავებულნი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 31 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია. 34 მანდატიან პარლამენტში მმართველ პარტია „ედინსტვოს“ 17 დეპუტატი ეყოლება.
როგორც ოსური ოპოზიცია აცხადებს, არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. კოკოითი თბილისს რესპუბლიკის ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 31 მაისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიებმა ედუარდ კოკოითი ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს.
როგორ აისახება საპროტესტო მღელვარება რეგიონების ეკონომიკურ პროცესზე, კერძოდ, გაყიდვებსა და ბიზნესაქტივობაზე?
რუსეთი ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს დაჩქარებული წესით აწყობენ.
თბილისში გრძელდება საპროტესტო აქციები. რეგიონები განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობენ.
ჩამოტვირთე მეტი