მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ტელეკომპანია „მაესტროს“ საქმე სასამართლოში გაგრძელდება. ტელეკომპანიის 55 %-იანი წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე „მაესტროს“ ახალ დირექტორად თავისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის, დანიშვნის თაობაზე სამეწარმეო რეესტრის დასტურს ელის.
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა - მას მინისტრებთან ერთად პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც მოუსმინა.
შენობა, რომელიც დღეს, 2016 წელს, „მწერალთა სახლის“ სახელითაა ცნობილი, 1905 წელს აშენდა როგორც დავით სარაჯიშვილის სასახლე.
2 თებერვალს მოსამართლეების შესახებ ორი მიმართვა გავრცელდა: ერთი - საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელით და მეორე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი.
თბილისში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“.
პოეტმა შოთა იათაშვილმა თავის ახალ პოეტურ კრებულს, რომელიც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გამოსცა, „პოეტური გამოცდილების სიმწარე“ დაარქვა.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოითხოვდნენ, ტექსტში სხვა ქვეყნების გვერდით არ ჩაწერილიყო საქართველო.
ანგარიშში შეფასებულია ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება მსოფლიოს 90 ქვეყანაში. რამდენიმე გვერდი, ტრადიციულად, საქართველოსაც ეთმობა.
საქართველო მსოფლიოს 168 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზეა კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტში გასაგზავნად მზად არის.
სამთო კურორტ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, დასასრულს უახლოვდება.
გამომცემლობა POP Verlag-მა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით სამწლიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ, გერმანულად თარგმნა და გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დროა სახელმწიფო ინსტიტუციების ურთიერთობა პიროვნულ ურთიერთობებზე არ იყოს დამყარებული.
საახალწლო განწყობა მაინც თავის მიზანს აღწევს: დგები, მიდიხარ საჩუქრების საყიდლად, ფუთავ, ახარისხებ, ფიქრობ, ვის რა გაუხარდება...
30 დეკემბერს საქართველოს მთავრობის განახლებულმა შემადგენლობამ მთავრობის პირველი სხდომა გამართა, რომელსაც ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უძღვებოდა.
მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელშიც ძველი მინისტრები შედიან, საქართველოს პარლამენტი ნდობას 29 დეკემბერს გამოუცხადებს.
თუ ამ დღეებში სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეივლით, იქ პირველი ქართველი მესურათხატის ალექსანდრე როინაშვილის მიერ შეგროვებული უძველესი ნივთების გამოფენა დაგხვდებათ.
ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი, შესაძლოა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალოს.
ალეკო ელისაშვილი მოითხოვს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუწყდეს პროკურატურის პირველ მოადგილეს გიორგი გოგაძეს, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას.
„საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა“, - ვკითხულობთ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო, რიგით მეოთხე, ანგარიშში.
ჩამოტვირთე მეტი