მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
2015 წელს კატო მიქელაძის პრემია ფემინისტ მხატვარს, ლია უკლებას, გადაეცა. „ქალთა ფონდის“ მიერ დაწესებული პრემია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ფემინისტის, კატო მიქელაძის, სახელს ატარებს, წელს უკვე მესამედ გაიცა.
პარლამენტში იწყება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევამ ჯერ კიდევ 2009 წელს აჩვენა, რომ საქართველოში 500 000-ზე მეტ ქალსა და ბავშვს აქვს კვების დეფიციტი.
7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
გამომცემლობა „ინტელექტმა“ ახლახან დასტამბა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, მწერლის, ჯიმშერ რეხვიაშვილის მოთხრობების ახალი კრებული „ესავის ხელები“.
საქართველოს მთავრობა 2016 წლიდან აპირებს აკრძალოს ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია. ეს სიახლე ნაწილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამისა.
ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან 19 ნოემბერს ჭიათურაში, პერევისის მაღაროში მომხდარი აფეთქებისას მძიმედ დაშავებული ამფეთქებელი, 58 წლის ტარიელ ბიწაძე, და ცვლის უფროსი, 26 წლის ზურაბ გამეზარდაშვილი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ქართველი ხალხის მიმართ გავრცელებული ვიდეომიმართვის თაობაზე.
მართალია, პრემიის სახით გაცემული ხელფასი 31 მილიონი ლარით შემცირდა, მაგრამ 45 მილიონით გაიზარდა სახელმწიფო დანამატების რაოდენობა.
პარიზის აფეთქებული ცენტრი და ტერაქტი ბეირუთში, მსოფლიოს სოლიდარობა და ევროპის ქვეყნებში გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლი, „ისლამური სახელმწიფო“ - მსოფლიოს არსებული და მომავალი საფრთხე, საქართველო მსოფლიო რუკაზე და მისი წილი უსაფრთხოება.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატი შეცვლის ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს, რომელსაც წევრობის ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება.
თბილისის საკრებულომ თბილისის ახალი, 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. მომავალ წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარი იქნება.
ქართველი ლგბტ აქტივისტების ინიციატივით კი, 2015 წლიდან, ტრანსგენდერი ქალის საბი ბერიანის ხსოვნის პატივსაცემად, ეს დღე საქართველოში 10 ნოემბერსაც აღინიშნება.
სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. მთავრობა ზარალს ითვლის და აცხადებს, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია.
შეიცვალოს საარჩევნო გარემო, გადადგნენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები და პასუხი მოეთხოვოთ საარჩევნო კომისიების წევრებს.
თვეში 161 ლარი - ეს საქართველოში საარსებო მინიმუმით დადგენილი თანხაა, რომელიც ერთმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცმა თვის განმავლობაში უნდა იმყოფინოს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის მონაცემებით, 271 ლარია.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის ბრძოლა გრძელდება. არხის მხარდამჭერებმა ტელევიზიის ეზოში კარვები გაშალეს.
5 ნოემბერს, გვიან ღამით, ცნობილი გახდა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება, რომლის თანახმად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.
ჭვავის პური, რუხი პური, თონის პური, დიაბეტური პური, პური ზეთისხილით თუ ნიგვზით - საქართველოს ბაზარზე დღეს პურის მრავალგვარ სახეობას ნახავთ, თუმცა დღემდე არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რამდენად არის დაცული პურის ცხობის სტანდარტი, სანდოა თუ არა ე.წ. შავი პური.
აგვისტოდან მაღაზიების ვიტრინებში გამოფენილ რძის პროდუქციაზე გაჩნდა წარწერები - არაჟანი და არაჟნის მსგავსი. ხაჭო და ხაჭოსებრი. ამ სიახლემ არაერთ მომხმარებელს გაუჩინა შეკითხვა - რას ნიშნავს ეს? რა განსხვავებაა მათ შორის? რომელია უფრო უვნებელი პროდუქტი?
ჩამოტვირთე მეტი