მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
წელიწადში ერთხელ, აღდგომის დღესასწაულზე, გურულები ლელობურთს თამაშობენ. ლანჩხუთის რაიონის სოფელი შუხუთი ორად იყოფა - ქვემო და ზემოშუხუთელები ერთმანეთს ძალაში ეჯიბრებიან. ვინც შეძლებს და ერთფუთიან (16-კილოგრამიან) ბურთს თავისი სოფლისკენ წაიღებს, გამარჯვებულიც ის არის.
წელიწადში ერთხელ, აღდგომის დღესასწაულზე, გურულები ლელობურთს თამაშობენ. ლანჩხუთის რაიონის სოფელი შუხუთი ორად იყოფა - ქვემო და ზემოშუხუთელები ერთმანეთს ძალაში ეჯიბრებიან.
7 ნოემბრის საქმეზე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების უგულავას, მერაბიშვილის, კეზერაშვილისა და ადეიშვილის წინააღმდეგ წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა გზების ამჟამინდელი მდგომარეობით? მათი აზრით, ხარისხიანია თუ არა საავტომობილო გზები დედაქალაქის ცენტრსა და მის გარეუბნებში? - ამ თემაზე რადიო თავისუფლება თბილისის ქუჩებში მძღოლებსა და ქვეითებს გაესაუბრა.
რომელ კარაქსა და სპრედს უნდა ვერიდოთ და როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი აკმაყოფილებს რძის პროდუქტისათვის საჭირო მოთხოვნებს?
თბილისის საკრებულო მუშაობს წესის პროექტზე ქუჩისა და შინაური ცხოველების შესახებ, რომლითაც ცხოველთა რაოდენობა და შენახვის პირობები უნდა გააკონტროლოს. ცხოველთა დამცველების ნაწილი კანონპროექტის პირველი ვარიანტით უკმაყოფილოა.
საქართველოს ოლიმპიური მოძრაობისათვის მიძღვნილი ხუთტომეულის გამოცემა, რომელსაც სიმბოლური სახელი - „ხუთი რგოლი საქართველოსთვის“ - ჰქვია, ჟურნალისტმა და მწერალმა პაატა ნაცვლიშვილმა საგანგებოდ დაამთხვია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის იუბილეს.
საქართველო წელს უკვე მეშვიდედ უერთდება მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას, „დედამიწის საათს“, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს მწვანე და უსაფრთხო პლანეტას.
ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა 26 მარტს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია, რომელიც სამთვიანი პაუზის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისათვის გამართა.
რამდენიმე მედიასაშუალებამ ოფიციალურ პრეზენტაციამდე ორი დღით ადრე გაავრცელა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები.
ჯერ კიდევ უცნობია, დაესწრება თუ არა საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას, რომელიც 31 მარტისთვის დაიგეგმა.
94 წლის შალვა სიჭინავა ყოველ დილით უფასო სასადილოში მიდის და ცხელი საჭმელი სახლში მოაქვს. იქ მას თავისი მეუღლე ელოდება, რომელსაც სიარული უჭირს. შუადღისას სადილზე მოხუცთა თავშესაფარ „კათარზისში“ მიდის, სადაც შეუძლია სხვა ხანდაზმულებთან ერთად სითბოში მთელი დღე გაატაროს, ჭადრაკი ითამაშოს...
21 მარტს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მოქმედი მთავრობის გადადგომა იყო.
პრემიერ-მინისტრი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიოს გიორგი თარგამაძესა და საპატრულო პოლიციის უკვე ყოფილ თანამშრომელს შორის ფარული თანამშრომლობის ფაქტი.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს განხორციელებული საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული 8 747 პატიმრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის გამო უკან, ციხეში, 1 075 ადამიანი დაბრუნდა.
ნოდარ ჭიკაძე უკვე ოც წელზე მეტია, საკეტების თვითნასწავლი ხელოსანია. მართალია, ტექნიკური განათლება აქვს, მაგრამ კონკრეტულად ეს ხელობა თავისით ისწავლა მას შემდეგ, რაც ცხოვრება გაჭირდა და ოჯახის რჩენის პრობლემამ იჩინა თავი.
საქართველოში პროფესიული განათლების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა 2008 წლიდან შეიცვალა. დღეს ქვეყანაში არსებულ ყველა პროფესიულ სასწავლებელს სახელმწიფო აფინანსებს. მათი უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი.
„აფხაზეთი - ხელოვნება და ლიტერატურა“ - ასე ჰქვია სქელტანიან კრებულს, რომელიც აფხაზეთის დევნილი მთავრობის მხარდაჭერით ახლახან გამოიცა, პროექტის „20 წლის შემდეგ“ ფარგლებში.
თბილისის მახარისხებელი სალოკომოტივო დეპოს ტექნიკური მომსახურების საამქრო მუშაობას დილის რვა საათიდან იწყებს. სამუშაო დღე 12-საათიანია. სწორედ აქ, „აფრიკის დასახლებაში“ მდებარე დეპოში ატარებენ მუშები მათი დროის უმეტეს ნაწილს. ზოგი მათგანი იქ უკვე 40 წელზე მეტია მუშაობს. როგორია მათი სამუშაო პირობები?
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შრომის ინსპექციის შექმნის გადაწყვეტილება შეცვალა. სამინისტროში შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმებს შეამოწმებს, მაგრამ სადამსჯელო მექანიზმები არ ექნება.
ჩამოტვირთე მეტი