მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
27-30 ნოემბერს საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯია“ თბილისის წიგნის დღეებს მასპინძლობს. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ, ეს უკვე მეორე მასშტაბური ფორუმია.
„ქალზე ძალადობა დანაშაულია“ - სწორედ ამ ლოზუნგმა გააერთიანა ხალხი 25 ნოემბერს, თბილისსა და საქართველოს კიდევ 22 ქალაქში გამართულ აქციებზე. მიუხედავად ცუდი ამინდისა, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ძალადობის გასაპროტესტებლად ასეულობით ადამიანი შეიკრიბა.
ყოფილი პატიმრები ხშირად ჩივიან, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება უჭირთ.
ყოფილი პატიმრები ხშირად ჩივიან, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება უჭირთ. ხშირ შემთხვევაში მათ აღარ აქვთ სახლი, ფული, აღარ ჰყავთ ოჯახი და მეგობრები, უჭირთ სამსახურის შოვნა და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
20 ნოემბერს მსოფლიო დაღუპულ ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ლგბტ პირთა უფლებების დამცველების განცხადებით, 2008 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით, მსოფლიოს 57 ქვეყანაში ტრანსგენდერ ადამიანთა მკვლელობის 1123 შემთხვევა დაფიქსირდა.
ხვიჩა მარტოლეკის ოჯახი, მცხეთის ისტორიულ ნაწილში, სვეტიცხოვლის ტაძართან ახლოს, ახლად რეაბილიტირებულ სახლში ცხოვრობს. მცხეთის ამ ნაწილში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით სამი წლის წინ დასრულდა.
თბილისში, რუსთაველის გამზირსა და მის რამდენიმე მიმდებარე ქუჩაზე ფართომასშტაბიანი მშენებლობები დღესაც გრძელდება. ურბანისტებისა და არქიტეტორების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი შენობები თბილისის ისტორიულ უბნებს ამახინჯებს და დედაქალაქს მის პირვანდელ იერ-სახეს უკარგავს.
გამომცემლობა „სიესტამ“ 11 ნოემბერს საზოგადოებას წარუდგინა გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი, დოკუმენტურ პროზად დაწერილი „გურული დღიურები“, რომელიც ავტორის მოგონებების და შეგრძნებებისა და გურულების მიერ მოთხრობილი ამბებისგან შედგება.
„გადახედეთ საოჯახო ფოტოალბომებს, მოიძიეთ თქვენს ოჯახებში დაცული ძველი ფოტოები და საფოსტო ბარათები. ჩვენ გავაკეთებთ მათ ციფრულ ვერსიას, ახალ სიცოცხლეს შევძენთ და უვნებლად დაგიბრუნებთ.
6 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას ავანტიურისტი, უჭკუო, ამბიციური, მოღალატე და ნაციონალების ლობირებაში შემჩნეულიც კი უწოდა.
მოსკოვის გამზირზე მდებარე კარვების თავშესაფარს, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ყოველდღიურად ემატებიან უსახლკარო ადამიანები. თავშესაფრის ადმინისტრაცია ელის, რომ მათი რიცხვი მალე ორასს გადააჭარბებს. კარვებში უკვე საგრძნობლად ცივა.
ნელი ლეკიაშვილი აგვისტოდან ქუჩაშია დარჩენილი. მან სახლი 2000 წელს დაკარგა, შემდეგ ქირით ცხოვრობდა. 2014 წლის ივლისიდან აგვისტომდე ბინის ქირას მერია უხდიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად დახმარება შეუწყდა, თავშესაფარს უშედეგოდ ეძებს.
მმართველი გუნდის წევრები ახლო მომავალში პოლიტიკურ კრიზისს არ ელიან, თუმცა გაჩნდა აზრი, რომ საქართველო შეიძლება სახელისუფლებო კრიზისის მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
4 ნოემბერს ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ და ციხეების კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გამართეს პრეზენტაცია ანალიტიკური გამოკვლევისა.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრება, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტს, ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 ნოემბრის აქცია.
უკვე მეორე წელია, საჯარო სკოლის მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოებს უფასოდ ურიგებს. მშობლების თქმით, ისინი სასწავლო წლის დასაწყისში სახელმძღვანელოებისათვის საჭირო 100-150 ლარს ზოგავენ.
27 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონში“ შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ბოლო ორი წლის ანგარიში გააცნო.
საპროტესტი აქცია, სახელწოდებით “ქალების ხმა“, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ყოფილი ქმრის მიერ კიდევ ერთი ქალის მკვლელობის ფაქტი გახმაურდა.
ქალთა სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილებზე, სხვაობა მამაკაცთა და ქალთა ანაზღაურებას შორის, დისკრიმინაცია სქესის ნიშნით წინასახელშეკრულებო პერიოდში და დისკრიმინაცია სქესის ნიშნით კარიერული წინსვლისას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“ 17 მაისის ცნობილი მოვლენებიდან 2 წლის თავზე საზოგადოებას ამავე სახელწოდების ჟურნალი „17“ წარუდგინა.
ჩამოტვირთე მეტი