მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
სამიტამდე ორი დღით ადრე საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები კიდევ ერთხელ აფასებენ ქვეყნისათვის ასოცირების შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობას.
შეწყალების კომისიას ალექსანდრე ელისაშვილი უხელძღვანელებს. ახლად დაკომპლექტებული ჯგუფი 26 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა საზოგადოებას.
ათი წლის თავზე, 2003 წლის 23 ნოემბრისგან განსხვავებით, საქართველოს არჩევნებით შეცვლილი მთავრობა და პრეზიდენტი ჰყავს.
ცვლილების საწინააღმდეგო სამოქალაქო პეტიციაში წერია, რომ ძეგლის სტატუსის მოხსნა ყოველგვარი დაცვის გარეშე ტოვებს კულტურულ მემკვიდრეობას.
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის" მე-17 მუხლში შესატანმა ცვლილებამ, რომლის თანახმადაც, "განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას", ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელი გახდება სამინისტროსთან შეთანხმებით.
რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდის დღევანდელი თემა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ და შემდეგ კვლავ ამოღებულ მუხლს შეეხება.
17 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის შიდა ეზოში, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ინაუგურაცია გაიმართა.
მესამე წელია, აღმაშენებლის გამზირზე წამოწყებული რეაბილიტაციის გამო, 80 წლიანი ტრადიციის მქონე თბილისის თოჯინების თეატრი უშენობოდაა დარჩენილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“, რომელიც საზოგადოების დახმარებით უსახლკარო ადამიანებისათვის თავშესაფრის გახსნას გეგმავდა, საქართველოს საპატრიარქოს კრიტიკული განცხადების შემდეგ, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თავშესაფრის გახსნაზე დროებით უარი განაცხადა.
ბოლო ათი დღის განმავლობაში უცხოური მედიისათვის, კერძოდ კი, „ბი-ბი-სი“-სა და რუსეთის პირველი არხისათვის საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუები განხილვის საგანია.
10 ნოემბერს, რვაწლიანი პაუზის შემდეგ, განახლებული ლიტერატურული ჟურნალის, „არილის“, ბოლო სამი ნომრის პრეზენტაციაა დაგეგმილი. 1990 წლებიდან მოყოლებული, „არილმა“ რამდენჯერმე იცვალა სახე.
საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მეორე ადგილზე გასვლამ “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური ძალის, მომავლის საკითხი უფრო აქტუალური გახადა.
„ოცი წელია საქართველოში თვითმმართველობის რეფორმა არ გატარებულა“, - აცხადებს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.
არჩევნების მეორე დღესვე სამომავლო გეგმების შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვიეს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა.
ერთი თვის წინ გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის თანახმად, კვლევაში მონაწილე მოსახლეობის თითქმის ნახევარი ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს.
დაუსჯელობასთან ბრძოლა, წამების პრევენცია, რეაბილიტაციის სერვისების გაძლიერება, კვლევების ჩატარება და კანონმდებლობის დახვეწა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომლებიც პროექტ „კავკასიის წამების საწინააღმდეგო ქსელის“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
რეგიონებში სახელმწიფოს ცხრა რწმუნებულიდან რამდენიმემ მოქმედ პრეზიდენტს გადადგომის შესახებ თხოვნით მიმართეს.
27 ოქტომბერს თბილისში 725 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ამომრჩეველს დილის რვა საათიდან საღამოს რვამდე საათამდე ჰქონდა ხმის მიცემის შესაძლებლობა. ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა.
3 წლითა და 9 თვით პატიმრობა და 4000 ლარიანი ჯარიმა - ასეთია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ბაჩანა ახალაიას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას საქართველოს გამწვანების ფონდი, და განაცხადა, რომ პირველ შესაწირს ამ ფონდს საპატრიარქო შეიტანს.
ჩამოტვირთე მეტი