მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
„საქართველოს რომ დასახული გეგმით ემოქმედა, ქართულ მხარეს ამხელა დანაკარგი არ ექნებოდა“, - აცხადებს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი უფროსი.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ვითარების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.
5 აგვისტოს საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ტრაქტორების საქმეზე“ გამართული წინასასამართლო სხდომა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და რვა აგვისტოსათვის გადაიდო.
„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელიც პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა, საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.
შატილი ზაფხულობით ცოცხლდება - მაშინ, როცა თოვლი დნება და გზა იხსნება. ზამთარს, მძიმე პირობების გამო, იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ატარებს. ხევსურეთში კი დიდთოვლიანი, გრძელი ზამთრები იცის.
30 ივლისს, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ორგანიზებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაიმართა აქცია, სახელწოდებით „ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს“. აქციის ორგანიზატორების აზრით, „’ქალიშვილობის ინსტიტუტი’ კულტურის მავნე ტრადიციაა და „ქალწულობა“ არ შეიძლება რჩებოდეს 21-ე საუკუნეში ადამიანის ღირსების განმსაზღვრელ ინდიკატორად, რადგან ის პირდაპირ თავს ესხმის ქალის ფუნდამენტურ უფლებას - იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში“.
თბილისის მოსახლეობამ კუს ტბის ფერდობზე, ე.წ. ციყვების ტერიტორიაზე“, მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც სარეკრეაციო ზონის შუაგულში, "ოჯახური ტიპის რეკრეაციული რესტორნის" მშენებლობის მიზნით, კომპანია „კოლორიტის“ წარმომადგენლებმა ნარგავების ამოძირკვა დაიწყეს.
29 ივლისს თბილისში, ღოღობერიძის ქუჩის #3-ში, მეცამეტე სკოლის ყოფილი შენობიდან გასული წლის ოქტომბერში თვითნებურად შეჭრილი სოციალურად დაუცველი ოჯახები გამოასახლეს.
თბილისში, 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდრეს) ბაღში, ისევ დგას გასულ ზამთარში უსახლკაროთათვის დადგმული კარავი. ამ კარავში შარშან 400-მდე ადამიანმა გამოიზამთრა.
დასკვნაში დაგმობილია ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარი ძალადობა, დადებითად არის შეფასებული პოლიციის ქმედება.
საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდმა, რომლის მიზანიც საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა, 16 ივლისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა დაასახელა.
25 წლის შემდეგ საქართველოს ოთხ უშუქო სოფელში განათდა. შატილში, განახლებული მცირე ჰესისა და რეაბილიტირებული ადგილობრივი გამანაწილებელი ქსელის პრეზენტაცია მოეწყო.
შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
თაღლითობა და მითვისება - ეს ბრალდებები მთავარმა პროკურატურამ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს წაუყენა.
გრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა.
ბაქოელი გუნელ მოვლუდი და ჰაჯი ჰაჯიევი უკვე შვიდი თვეა თბილისში ცხოვრობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში უკანონო შემოწირულების მიღების საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წამოსწია.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავრობას მოუწოდებს მეტი ყურადღება მიაქციოს საქართველოში შრომის უსაფრთხოების პირობებს.
28 ივნისს, საღამოს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროშო რელიგიურ ნიადაგზე ისევ დაიძაბა ვითარება.
კონფერენციას ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, ვინც დღემდე მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებაში იყო ჩართული.
ჩამოტვირთე მეტი