აფხაზეთის კულტურის მინისტრმა დაურ კობემ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ აპირებენ აღადგინონ ნესტორ ლაკობას მუზეუმი, რომელიც სოხუმში, ლაკობას N32-ში მდებარეობს. უკვე სამი ათეული წელია, რაც აქ ორსართულიანი სახლის ნაცვლად ცარიელი კედლები დგას.