რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა გიორგი სალიამ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მასზე განხორციელებული ზეწოლაა.
ე.წ. საზღვრის დარღვევაში ბრალდებული ლევან ბუღაშვილი და ზაურ შვანგირაძე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს მკვიდრნი არიან
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება მან ზუგდიდში ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში დევნილთა საცხოვრებელი სახლების დათვალიერებისას გააკეთა.
სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი შეიძლება გადარჩეს. განადგურების პირას მისულ ბაღში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
ქალაქ ზუგდიდის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განვითარების, მშენებლობისა და ზედამხედველობის ავტომატიზებული სისტემა შეიქმნება.
ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის ფორმის შადრევნის დიზაინი შეიცვლება. ასეთი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
ზამთარი ახლოვდება და მოსახლეობის მთავარი საზრუნავი ხდება სახლის გათბობა. უკვე შემოდგომაზე იწყება ფიქრი იმაზე, გათბობის რომელი საშუალება იქნება ხელმისაწვდომი.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადება ეგრეთ წოდებულ საზღვარზე საკონტოლო-გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ გალში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქართული საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი.
ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაიწყო მზადება საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსისთვის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე აირჩია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
ზუგდიდის სოფელ დიდინეძში ძველი კოლხური ნამოსახლარი აღმოაჩინეს. მას ოთხწლიანი მუშაობის შედეგად სოხუმის უნივერსიტეტისა და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ექსპედიციამ მიაკვლია.
ახალ სასწავლო წელს ადმინისტრაციული საზღვარი 31-მა მოსწავლემ გადმოკვეთა.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გონერ პაპავა ადგილობრივ ხელისუფლებას „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ დარღვევაში ადანაშაულებს.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონალური პროექტების კოორდინატორ დავით კოდუას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ზუგდიდში მოქმედი სახელმწიფო საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს 1 ოქტომბერს იწყებენ.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დავა გამოიწვია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბენდის, „ზუგდიდის", დაფინანსების საკითხმა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები დაიწყო.
ქალაქ ზუგდიდის მერიამ მედიას ერთი თვის მუშაობის ანგარიში ჩააბარა. მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა დაგეგმილ პროექტბზეც ისაუბრეს.
მცირე მეწარმეები და გლეხები თხილის ფასით კმაყოფილნი არიან, თუმცა მოსავლის სიმცირეს უჩივიან.
სენაკის დამწვარი ბაზრის მოვაჭრეებმა სენაკი-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალი ცოტა ხნით გადაკეტეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ზარალის კომპენსაციას ითხოვენ.
მოვაჭრეების ნაწილის განცხადებით, ცეცხლის გაჩენა განგებ მოხდა, ნაწილი კი აცხადებს, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურმა დროული რეაგირება ვერ მოახდინა.
ჩამოტვირთე მეტი