რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
რუსეთის სამხედროების მიერ 8 აპრილს ხურჩაში დაკავებული ორი მამაკაციდან ერთი, ტარიელ ბერია, ამ დრომდე გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული პირები გალის რაიონში გადაჰყავთ და მათგან ჯარიმის გადახდას მოითხოვენ.
რუსეთის თვითმფრინავი, რომელმაც საზღვარი ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან გადაკვეთა, რამდენიმე წუთს მოძრაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თავზე.
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოსწავლეებს თავისუფლად გადაადგილების უფლებას ისევ არ აძლევენ რუსეთის სამხედროები.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში 3 აპრილს, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველობის თემების შექმნის პროექტს.
შამგონის რწმუნებული რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, რუსეთის სამხედროების მიერ დაკავებულები საქართველოს სამი მოქალაქე გალის მილიციაში წაიყვანეს.
ზუგდიდში მიკროავტობუსისა და ავტობუსის მგზავრები ქალაქსა თუ მის გარეთ გადაადგილებისას სხვადასხვა სახის პრობლემებს აწყდებიან.
სპეციალური საშვის უქონლობის მიზეზით, რუსეთის სამხედროებმა 13 მარტს 15 მოზარდი ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში არ გადმოუშვეს.
ამ დროისთვის ხურჩაში, რომელსაც ოკუპირებული ნაბაკევისგან ერთი პატარა ღელე, „ხურჩია“, ყოფს, არ არის სამედიცინო პუნქტი.
დღეს, 5 მარტს, დილით, მცირე აფთიაქის 20-მდე მფლობელმა და აფთიაქარმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გამართა.
„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების რწმუნებულებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები უკვე გადაეცათ.
თამარ ზანთარაია 60 წლის წინ დაარსებული სენაკის ერთადერთი რაიონული საავადმყოფო, მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების, საჭირო აპარატურის უქონლობისა და თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების გადაუხდელობის მიზეზით, შესაძლოა დაიხუროს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახალხო კრებების გამართვა ხვალიდან დაიწყება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 25-26 იანვარს ჩატარებული შიდა ატესტაციის შედეგები ცნობილია.
აფხაზეთის რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან ჩასული მგზავრებისთვის ვიზის მიღების პროცედურის გამარტივების მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ტურისტები არ შეუნიშნავთ.
სოფელ ჭითაწყარის ონარიის დასახლებაში მცხოვრებნი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დასახლებაში სკვერის მოწყობას აპროტესტებენ.
სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყების პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის სოფლების მოსახლეობა რუსეთის სამხედროების მიერ რეგიონში კონტროლის გამკაცრებაზე ლაპარაკობს.
არასამთავრობო ორგანიზაციები სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ გოჩა დგებუაძეს კანონდარღვევაში - კერძოდ, ნეპოტიზმში - ადანაშაულებენ.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა შესახებ“ კანონპროექტში შესულ ცვლილებებს, რომელიც ძალაში 1 მარტს შედის, უკვე აპროტესტებენ ზუგდიდში, ე.წ. კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები.
სამეგრელოს სოფლებში მოსახლეობა გასულ წელს განხორციელებული, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობისთვის გათვლილი სახელმწიფო პროგრამის კვლავ ამოქმედების მოლოდინში არიან.
ჩამოტვირთე მეტი