რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
145 წლის ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი დანგრევის პირასაა. მისი ხელმძღვანელობა თეატრის დახურვის საფრთხეზე საუბრობს.
ზუგდიდის სოფელ ცაიშში მუნიციპალიტეტის ერთადერთი ნაგავსაყრელი, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2010 წელს დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს მოეწყო.
55 წლის მამანტი უბილავა ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ოჯახთან ერთად თავისი ქალაქიდან, გალიდან, იძულებით გადმოსვლის დღიდან ცხოვრობს.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულად, გუბერნატორად, დაინიშნა ლევან შონია. ჩემი მინისტრობის დროს იყო ძალიან გამორჩეული სამხარეო უფროსი.
ტელეკომპანია „ოდიში“ ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ზეწოლასა და შერჩევით დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
აფხაზური სახალხო კრების წევრებმა 11 დეკემბერს დაამტკიცეს დადგენილება გალის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მათი სახელწოდებების შესახებ.
საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის სამხედროების მიერ 10 დეკემბერს დაკავებული საბერიოს სკოლის მე-11 კლასის სამი მოსწავლე გათავისუფლებულია.
კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობის კანდიდატთა ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს.
თუკი სამეგრელოში ტურისტის სტატუსით ჩამოსვლა გადაწყვიტეთ და წინასწარ გინდათ შეისწავლოთ მხარის ტურისტული პოტენციალი, სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება გაგიჭირდებათ.
ზუგდიდის სოფელ ცაიშში მცხოვრები მუსიკოსი როინ ქადარია აცხადებს, რომ ლანჩხუთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა პაპუნა ფაჩულიამ სასტიკად სცემა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მოსახლეობა ხუდონჰესის პროექტის წინააღმდეგია და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
დადიანების ეზოს ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებული დეტალების შესასწავლად ზუგდიდში მუზეუმის დირექტორსა და გამგეობის წარმომადგენლებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია შეხვდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ხე-ტყის მოპოვებისთვის გამოყოფილი ტყეკაფებით სარგებლობას გაუმართავი გზებისა და მიუვალობის მიზეზით ვერ ახერხებს მარტვილის მოსახლეობა, რომლის გათბობის ერთადერთ საშუალებად შეშა რჩება.
მუზეუმის ეზოში მოქცეული მიწის ნაკვეთების ნაწილი საკუთრებაში გადაეცა წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობის მთავარი საზრუნავი სახლის გათბობა ხდება. ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული, გასათბობად რომელ საშუალებას აირჩევს - შეშაზე, ბუნებრივ აირზე თუ ელექტროენერგიაზე მომუშავე ღუმელს.
ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები მოზარდების ნაწილი უკვე არაერთი წელია აფხაზეთში მდებარე სკოლებში სწავლობს. მიზეზი ამ სკოლების ტერიტორიული სიახლოვეა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ არსებული ფინანსური პრობლემების გამო გუნდი მთავარმა მწვრთნელმა კობა წითაიშვილმა და სამმა ფეხბურთელმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დადებული პირობა, რომ, პრეზიდენტის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის გორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებდა, არჩევნებიდან მეორე დღეს შეასრულა.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტის არჩევნებს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე არ დაფიქსირებულა ისეთი დარღვევები, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.
„ქართული ოცნების“ შტაბის ერთ-ერთი კოორდინატორის განცხადებით, არჩევნების დღეს ზუგდიდში ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია: მას ორი ავტომანქანა გასულ ღამეს, მიზანმიმართულად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაუზიანეს.
ჩამოტვირთე მეტი