რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
სოფლის მეურნეობის განვითარების საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ზუგდიდის გამგეობაში სამინისტროდან მომავალ კვირას ელოდებიან.
ხმაური იყო აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს შენობაში.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ორგანიზაციების დამფუძნებელი ყრილობა, რომელიც საქართველოს რეგიონებში 29 იანვარს უნდა გამართულიყო, სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაურკვეველი დროით გადაიდო.
პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციის წინ გაშლილ კარავში მცხოვრები დევნილების თქმით, მათ წუხელ „ნაციონალური მოძრაობის“ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” ყრილობა ხობში გაურკვეველი დროით გადაიდო.
გაავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე სხდომებს მეგრულ ენაზე ატარებს.
ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით კარვებია გაშლილი.
რამინ გეგია შარშან, ნოემბერში ოკუპირებულ გალში დაატყვევეს.
ზუგდიდში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, გუშინ მომხდარი ინციდენტის პროვოცირებაში კახა მიქაია დაადანაშაულეს.
ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრები დევნილები იძულებით გასახლების მოლოდინში არიან.
იმის გასარკვევად, თუ რის მოლოდინი აქვთ ზუგდიდელებს ახალ, 2013 წელს, ქალაქში ყველაზე ხალხმრავალ ადგილს მივაშურე. ზუგდიდის ბულვარი საგანგებოდ არის მორთული და განათებული. მოქალაქეები მიკროფონის დანახვაზე პოლიტიკური კითხვის მოლოდინში არიან და ნაწილი თავს მარიდებს. კითხვა, რას ელით ახალი წლისგან, მათში ცოტა გაკვირვებას და ღიმილს იწვევს.
თოვლის ბაბუს ისტორია პატარებს დღესაც სჯერათ, ოღონდ სხვადასხვა ინტერპრეტაციით.
2012 წელი ზუგდიდში სხვადასხვა შინაარსის აქციათა რაოდენობით გამოირჩეოდა.
თვითმმართველობის საქმიანობაზე დაკვირვების მიზნით ახალგაზრდების ჯგუფი ჩამოყალიბდა.
ზუგდიდში მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად ქალაქის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.
პროკურატურამ მარტვილის გამგებლისა და საკრებულოს საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
„წითელმა ჯვარმა“ შეკრებილ ჟურნალისტებს მიმდინარე პროექტებიც წარუდგინა.
შპს ზუგდიდის სუპერმარკეტის მოვაჭრეებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გუშინ დაწყებული საპროტესტო აქცია დღეს შეწყვიტეს. მათ მიიღეს დაპირება პოლიციისგან, რომ ადგილობრივ გამგეობასთან შეთანხმების საფუძველზე 5 დღის ვადაში გარემოვაჭრეობა აიკრძალება. თავის მხრივ, ბაზრის შიდამოვაჭრეები აცხადებენ, რომ თუ დაპირება არ შესრულდება და გარევაჭრობა არ შეწყდება, პროტესტს გააგრძელებენ.
სამეგრელოში გამგებელთა და საკრებულოს თავმჯდომარეთა ნაწილი გადაგა.
„თეთრი მანდილის“ წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.
ჩამოტვირთე მეტი