ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
მოსკოვის გამზირის პირველ ნომერს სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა აბრა შეუცვალა და არჩილ ტატუნაშვილის სახელი მიანიჭა. აბრა ვიღაცამ ჩამოხსნა, თუმცა აქტივისტთა ჯგუფი თბილისის მერს მიმართავს წინადადებით, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის სახელწოდების ქუჩას ქართველი გმირის სახელი ეწოდოს.
80-მდე ქართველი და უცხოელი ხელოვანის ნამუშევარს დამთვალიერებელი პრინტის ფესტივალზე იხილავს LIFE- N- STYLE.
44 წლის გიორგი კორძაძე 18 წელია პურს აცხობს. ერთი წლის წინ ქალი შეუყვარდა, რომელიც მასთან პურის საყიდლად მივიდა. მათი სიყვარულის ისტორია დიდხანს არ გაგრძელდა. ქალის სიყვარულმა და მონატრებამ გიორგის მისი პირველი პროფესია - ფერწერა და ქანდაკება გაახსენა.
მალხაზი ბაზიერია და ფრინველის დაბრუნებას ითხოვს. ემილიც და მალხაზიც ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
როცა ტრავმის შემდეგ თვალები გაახილეს და აღმოაჩინეს, რომ ზოგს ხელი, ზოგს კი ფეხი აღარ ჰქონდა, ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ერთ დღეს ფეხბურთის მოედანზე გამოვიდოდნენ და ითამაშებდნენ. მეტიც, რომ სწორედ ფეხბურთი გახდებოდა მათი სიცოცხლისთვის აზრის მიმცემი საქმიანობა.
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ჰაერში აზოტის ორჟანგის შემცველობა დასაშვებ ნორმას 1.3-ჯერ აღემატება. 4 ივლისს, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაზომა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის ავტომატური სადგურის მეშვეობით.
“ყრილობის“ ოფიციალური ნაწილი არაოფიციალურ გარემოში მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდა.
“ტყიბულში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება”, - ამ სათაურით გამოაქვეყნა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ დასკვნა, რომელიც უცხოელ ექსპერტებს ეკუთვნით.
გიორგიმ და თევდორემ მამის დღე ტრადიციულად ერთად აღნიშნეს - ბევრი ისეირნეს, ითამაშეს, წიგნები იკითხეს, ილაპარაკეს. მამის დღე საქართველოში უკვე მესამე წელია, 19 ივნისს აღინიშნება კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში.
14 ივნისს საქართველოში აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე. კონსერვატორიის სტუდენტი, მაია ლომიძე დაბადებიდან უსინათლოა, თუმცა, ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ პიანისტი გამხდარიყო და დღეს უკვე ახალ პროფესიას, საოპერო ვოკალს ეუფლება.
11 ივნისს, ღამით, თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დაანგრია ისნის რაიონში, მეტეხის ქუჩის N3-ში მდებარე ერთ-ერთი შენობა. ძველ თბილისში რამდენიმე ასეული ავარიული შენობაა, რომელთა ნაწილსაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. მოქალაქეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
გუდაურში, პარაპლანით მფრინავებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით. დაკავებულია საქართველოს ოთხი მოქალაქე. ადგილობრივ, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზად, გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესინტერესები სახელდება.
9 ივნისს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ახალგორის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი.
საქართველოს პრემიერს სასამართლოში უჩივლებენ და მოითხოვენ მას და ზოგადად სახელმწიფო უწყებებს, ასევე პოლიტიკურ ფიგურებს არ ჰქონდეთ უფლება წაშალონ მათ ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებული კრიტიკული კომენტარები და დაბლოკონ მათი ავტორები.
საქართველოს პრემიერს სასამართლოში უჩივლებენ და მოითხოვენ მას და ზოგადადმ სახელმწიფო უწყებებს, ასევე პოლიტიკურ ფიგურებს არ ჰქონდეთ უფლება წაშალონ მათ ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებული კრიტიკული კომენტარები და დაბლოკონ მათი ავტორები.
მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა აქცია „ბოტები კანცელარიისათვის“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მთავრობის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს, ე.წ. „ბოტებს“ აპროტესტებენ.
ჩამოტვირთე მეტი