აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა ოჯახებსაც 1992-1993 წლების ომის შემდეგ ჯერ აფხაზეთის და შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწიათ, ამბობენ, რომ საქართველო ახლა მათ მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება.
ბიჭვინთის საიდუმლო შეთანხმება, ენერგოკრიზისი აფხაზეთში, ლუკაშენკას ვიზიტი, ე.წ. არჩევნები სამხრეთ ოსეთში, გზის გახსნა ახალგორელებისთვის, შეჩერებული რეფერენდუმი - ეს იმ მნიშვნელოვანი ამბების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოხდა.
როგორც წესი, საახალწლო დღესასწაულებამდე ორი კვირით ადრე, აფხაზეთში ციტრუსის ექსპორტი პიკს აღწევს, მაგრამ წელს ასე არ არის.
2023 წლიდან დევნილობაში დაბადებული ბავშვებს სახელმწიფო ბინებს აღარ მისცემს. ეს ახალი წესია, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა, 15 დეკემბერს მეორე მოსმენით განიხილა და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას დაუჭირა მხარი.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა ბუხულეიშვილმა 2 დეკემბერს ფეისბუკში დაწერა, რომ ბაღდათის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა მას ვაკანსიაზე გაგზავნილი საბუთების უკან გატანა სთხოვა, უარის შემდეგ კი სახლში მიაკითხა.
აფხაზეთი ბიჭვინთის ცნობილ სახელმწიფო აგარაკსა და მის გარშემო 186 ჰექტარ ტერიტორიას რუსეთისთვის გადასაცემად ამზადებს.
საქართველოში პირველი ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკური პარტია შეიქმნა. მემარცხენე ცენტრისტული პარტია "მწვანეები" 27 ნოემბერს კლუბში "მტკვარზე" ფემინისტური და პოლიტიკური დრეგ პერფორმანსის თანხლებით დაფუძნდა.
"სულით და გულით ქართველი იყო, იბრძოდა და დაიღუპა უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის", - ეუბნება რადიო თავისუფლებას უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის კონსტანტინე ქურსუას ნათესავი ლია ქვაჩახია.
შეანელებს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების აკრძალვა შენგენის ზონაში ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ არაფორმალურ დიალოგს, რომელიც ათწლეულებია ძირითადად ევროპაში იმართებოდა?
რუსი ოჯახი ცნობილ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს. ოჯახმა ადვოკატების დახმარებით გამოძიების დაწყებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს - პოლიციასა და პროკურატურას უკვე მიმართა.
დანიილ დეევი, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დანაშაულის ჩამდენთა სიაშია შეყვანილი, საქართველოში თითქმის ერთი თვეა ცხოვრობს. ამის შესახებ დეევი ინსტაგრამზე თავად წერს:
პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს 2 უცხოელი ექსპერტი შეხვდა. მათ გარდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ 3 საერთაშორისო სპეციალისტი შეაფასებს.
საქართველოში თხილის მოსავლის აღება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ფერმერები დაბალ ხარისხსა და ფასზე უკვე ჩივიან. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ხარისხი თხილის გაშრობის შემდეგ გამოჩნდება. სეზონის დაწყებამდე ქართული თხილის საექსპორტო ფასი ბოლო 8 წლის მინიმუმამდე დაეცა.
ჩამოტვირთე მეტი