რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2023 წლიდან. აშუქებს საგარეო პოლიტიკასა და სხვა მიმდინარე მოვლენებს.
ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, ჩინეთის საძულველმა ლაი-ცინდემ გაიმარჯვა, თუმცა „პროგრესულმა პარტიამ“ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. რას ნიშნავს ეს კუნძულის ჩინეთთან ურთიერთობებისათვის? გადაიზრდება თუ არა სრუტის გადაღმა დაძაბულობა შეიარაღებულ კონფლიქტში?
მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიანმა ხატმა და მასზე საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ, ხატი გადაწერონ, ახლა უკვე პრორუსულ, „კონსერვატიულ ფლანგსა“ და რელიგიურ წრეებს შორის შეიტანა განხეთქილება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის 27 წლის ვაჟი მამის ოფიციალურ შეხვედრებზე გამოჩნდა - არადა, მას რაიმე ოფიციალური პოზიცია არ აქვს. ამზადებენ ჰეიდარ ალიევ უმცროსს „ალიევების დინასტიის“ გასაგრძელებლად? რა ვიცით მასზე?
ქალაქი ნანგანი, მაცუს კუნძულები, ტაივანი: იუ ტიან ჟენის ყოველი დილა, ექვს საათზე იწყება - ნანგანის თევზის ბაზრობაზე, რომელსაც ადგილობრივები რატომღაც „ლომის ბაზრობას“ ეძახიან.
ტაიბეი, ტაივანი - 13 იანვარს, კუნძულზე, რომელსაც ჩინეთი თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, არჩევნებია დაგეგმილი. ეს არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია მოვლენათა იმ ჯაჭვში, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რამდენად დაიძაბება ვითარება ტაივანის სრუტეში ჩინეთსა და აშშ-ს შორის.
რუსეთმა „ბრიკსის თამაშებში“, რომელიც 2024 წლის ივნისში იმართება, აფხაზი სპორტსმენები მიიწვია. საქართველო, რომელმაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა „ბრიკსის“ მამოძრავებელ ძალასთან, ჩინეთთან, ჯერჯერობით დუმს.
„ბრიკსი“ (BRICS), რომელსაც დასავლური სამყაროს ალტერნატივად მოიაზრებენ, 2024 წლის პირველი იანვრიდან გაფართოვდა. ახლა ალიანსი უკვე ათ ქვეყანას ითვლის - ჩინეთის და რუსეთის გარშემო გაერთიანებული ბლოკი იზრდება.
რუსეთისადმი წყენის, კონფრონტაციული რიტორიკის, ბელარუსში ОДКБ-ს სამიტის გამოტოვებისა და რუსეთზე დამოკიდებულების „სტრატეგიულ შეცდომად“ მოხსენიების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა.
საქართველო არათუ არ აღიარებს ტაივანს, - „აზიურ ვეფხვს“, რომელიც 74 წელია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან დამოუკიდებლად იმართება, - არამედ, დასავლელი მოკავშირეებისა და მსოფლიოში 140-ზე მეტი ქვეყნისგან განსხვავებით, ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევს ტაივანის მოქალაქეებს.
სამშაბათს, 12 დეკემბერს ევროკავშირის ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაფართოების პაკეტის განხილვისას, საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე კონკრეტული რეკომენდაციები არ გასცეს.
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ნათქვამს, რომ სომხეთი „ერთმნიშვნელოვნად და სრულად“ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მწვავედ შეხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. სოხუმელმა ლიდერებმა ფაშინიანს შეახსენეს, რომ „აფხაზეთში 42 000 სომეხი ცხოვრობს“.
„აზერბაიჯანში არ არის თქვენი ოპერაციების ადგილი“, - ეუბნება ბაქო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-სა და მის ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს.
„ეროვნული ბანკის მმართველის მიერ სანქციების აღსრულების წესის ცვლილებამ საქართველო დააბრუნა ევროკავშირის რადარზე… საქართველო ევროკავშირისთვის სანქციების აღსრულების კუთხით ყველაზე პრიორიტეტულ 5 ქვეყანას შორისაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სანქციების საკითხების ექსპერტი, ტომ კიტინგი.
აშშ-სა და ევროკავშირის ახალი სანქციების შემდეგ საქართველოდან რუსეთში მანქანების ექსპორტი თითქმის სრულად შეწყდა. ამის მიუხედავად, ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი მეორადი ავტომობილი გადის.
აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები იძაბება და მიზეზი ისევ სომხეთთან კონფლიქტია.
სომხეთს, რომელიც ყარაბაღის მეორე ომში მარცხის შემდეგ სამხედრო შეიარაღების აღდგენასაა შეჭიდებული, საფრანგეთმა 24 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი გაუგზავნა - საქართველოს გავლით. ამან აზერბაიჯანი, რომელიც მუდმივად გმობს სომხეთის შეიარაღების მცდელობებს, გააღიზიანა.
„ვლადიმირ პუტინის საყვარელი ოლიგარქი“ ალიშერ უსმანოვი, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს, ქართულ „ლიბერთი ბანკსა“ და ცენტრალურ ბანკს სანქციების „ზედმეტად მკაცრად აღსრულების“ გამო უჩივის და ხუთ მილიონ ევროზე წვდომის აღდგენას ითხოვს.
ამერიკელების მოთხოვნით სერბებმა ჯერ კიდევ 2020 წელს დააკავეს კრისტიან კრსტიჩი და მისი ცოლი, ქსენია კრსტიჩი, რომლებსაც აშშ-ში 70 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტების თაღლითურად მოპოვებას ედავებიან.
„ღმერთი ძალას აძლევს "ჰამასის" ხალხს, რომ იბრძოლონ“ - ერთი კვირის წინ მარნეულში პალესტინელი ხალხისადმი სოლიდარობის აქცია სამხედრო დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდამჭერ, ანტისემიტურ და ანტიდასავლურ დემონსტრაციად გადაიქცა.
25 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინი რელიგიურ ლიდერებს შეხვდა, ისრაელ-ღაზის კონფლიქტზე ესაუბრა და, ამის საპირწონედ, რუსეთი სხვადასხვა რელიგიის ჰარმონიული თანაცხოვრების ნათელ მაგალითად წარმოაჩინა. ოთხ დღეში დაღესტანში გააფთრებულმა ბრბომ ანტისემიტური ლოზუნგებით ებრაელების ლინჩის წესით გასამართლება მოინდომა.
ჩამოტვირთე მეტი