რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2023 წლიდან. აშუქებს საგარეო პოლიტიკასა და სხვა მიმდინარე მოვლენებს.
2023 წლის თებერვალში დაფიქსირდა რეკორდული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებდნენ - 672,209 ბენეფიციარი.
საკანონმდებლო ცვლილებები „უცხოეთიდან დაფინანსების გამჭვირვალობის“ შესახებ, რაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ჯგუფების სტიგმატიზაციას ისახავს მიზნად, უნგრეთისთვისაც ნაცნობია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოდან მოსახლეობის გადინება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთანაცაა დაკავშირებული. ასეა ეს?
ხუთი წლის წინ გიას ხელფასი 1100 ლარი ჰქონდა. მაშინ 23 წლის იყო. მეგობართან ერთად იაფად ქირაობდა ბინას, ცოტას მშობლებიც ეხმარებოდნენ და ეს თანხა საცხოვრებლად, ასე თუ ისე, ჰყოფნიდა. ახლა მისი შემოსავალი 1700 ლარია, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ უკეთ ცხოვრობს?
„ხალხის ძალის“ ლიდერები ამბობენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ამერიკული კანონმდებლობის ანალოგიურია“. სინამდვილეში ეს კანონპროექტი ჰგავს „უცხოეთის აგენტებზე“ რუსულ კანონს, გამოცდილ იარაღს პუტინის რეჟიმის ხელში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
თებერვლის პირველ ნახევარში შეერთებული შტატების მთავრობამ ჩრდილოეთ ამერიკის ცაზე მფრინავი ოთხი ობიექტი ჩამოაგდო. პენტაგონის თანახმად, პირველი მათგანი ჩინური საჰაერო მზვერავი ბურთი იყო, დანარჩენი სამი ობიექტი კი აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ… ამოუცნობია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მალე ეწურება უფლებამოსილების ვადა. რა ხდება ამის შემდეგ? ვინ უნდა მართოს ეროვნული ბანკი - ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს მოქალაქეების ყოველდღიურობაზე? რა როლი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და როგორ მოიქცევა იგი? რას ცვლის კანონის ახალი ვერსია?
საქართველოს უდიდეს ოპოზიციურ პარტიაში შიდა არჩევნების შედეგად თავმჯდომარის ცვლილებას პოლიტსაბჭოშიც მოჰყვა გადალაგებები. რა ვიცით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შესახებ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
რუსეთში მცხოვრებმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, რუბენ ვარდანიანმა 2022 წლის შემოდგომაზე მოულოდნელად გადაწყვიტა, დაეთმო რუსეთის მოქალაქეობა და საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში გადასულიყო. ცოტა ხანში მან დე ფაქტო მთავრობის მეთაურის პოსტი დაიკავა.
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმამ და შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ბოლოდროინდელი სიმწვავე აშკარა გახადა და კიდევ უფრო დაძაბა ვითარება.
ევროკომისიის ანგარიში, დოკუმენტი რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოსა და უკრაინის საკანონმდებლო ბაზის მზაობას, მოლდოვასთან შედარებით, დადებითად აფასებს. ამავე დროს, მიუთითებს, რომ სამივე ქვეყანას, მიზნის მისაღწევად, წინ ბევრი სამუშაო აქვს.
კიევი „სისულელეს“ უწოდებს მოსკოვის მტკიცებას ქალაქ კრამატორსკში 600 უკრაინელი ჯარისკაცის დახოცვაზე. რუსეთის ცნობებს არ ადასტურებენ არც დამოუკიდებელი წყაროები.