რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2023 წლიდან. აშუქებს საგარეო პოლიტიკასა და სხვა მიმდინარე მოვლენებს.
აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობაში დეტექტივის მიერ მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორად დასახელებული ოთარ ფარცხალაძის მეგობრის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებიდან 2,9 მილიონი აშშ დოლარი „ამოიღეს“.
საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელთან, მარია ზახაროვასთან ერთად იმყოფება.
„კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. გამოყოფილი საქმეების განხილვა, მათ შორის, მკვლელობის ორგანიზების საქმისა, ჯერ წინაა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ აკეთებს კომენტარს უწყებაში 2024 წელს „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შეხვედრის შესახებ, - იმ ეპიზოდის შესახებ, რომელიც, გამოძიების მასალებით, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მკვლელობასთან.
„კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა ბრალდების მხარისათვის ჩვენების მიცემაზე დღეს უარი თქვა, თუმცა პირობა დადო, რომ მომდევნო სხდომაზე თავისი ადვოკატების კითხვებს უპასუხებს.
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის ერთ-ერთ ორგანიზატორს, მოუწოდებს, „დონორი“ დაასახელოს. ის არ არის ერთადერთი, ვინც ამ სიტყვას ახსენებს.
თითქმის შვიდი თვე გავიდა თბილისის ცენტრში „კანონიერ ქურდ“ მერაბ „სოხუმსკის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობიდან, მაგრამ მკვლელობის დამკვეთი ბრალდებას ჯერაც არ გამოუვლენია. ორი თვეც არაა გასული, რაც „ორგანიზატორების“ ნაწილი დააკავეს. ნაწილი გაქცეულია.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე თანაგუნდელებთან ერთად დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, - ამჯერად არა მთავრობის ადმინისტრაციაში, არამედ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - ფონდი "ქართუს" სასტუმრო „პარაგრაფში“.
მიხეილ ყაველაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას გამოხატა საქართველოს მზაობა „უკლებლივ ყველა ქვეყანასთან დიალოგისათვის“ და სურვილი, დაიწყოს „ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი“.
შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 49 წლის კახა კოტორაშვილს, რომელიც 665 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებაშია ბრალდებული.
665 მილიონი აშშ დოლარის გათეთრების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
საქართველოში დააკავეს ქვეყნისათვის უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში ბრალდებული „საზოგადოებისთვის უცნობი“ ადამიანი. ბრალდების თანახმად, მან 3 წელიწადში $624 მილიონი და €35 მილიონი გაათეთრა.
„ქართული ოცნების“ ინიციირებული ცვლილებებით, საჯარო მოხელეებს/პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ მხილებულნი არიან კორუფციაში, 30 წლის განმავლობაში მოუწევთ ქონებრივი დეკლარაციების შევსება.
ახლახან გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, 2000 წელს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ბილ კლინტონმა და ვლადიმირ პუტინმა, კრემლში შეხვედრისას, არაერთი მაღალჩინოსნის თანდასწრებით, საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხიც განიხილეს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შვიდი აგვისტოდან ვაშინგტონში იმყოფებიან და ემზადებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად სამმხრივი შეთანხმებების ხელმოსაწერად, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტრამპის მეორე ვადით არჩევისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით და „ანტიამერიკულ მთავრობაზე“ საუბრობს.
დღეს საღამოს, 5 მაისს, შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში გაიმართა დებატები საქართველოსთან დაკავშირებით ინიციირებულ „მეგობარი აქტზე“.
ერევანში პირველი ვიზიტის ფარგლებში, - როდესაც მიხეილ ყაველაშვილი პირველ კონტაქტებს ამყარებს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, - იგი ასევე ხვდება ფაშინიანთან და მის მთავრობასთან დაპირისპირებულ კათალიკოსს, გარეგინ II-ს.
მოსამართლე სალიხ შაინიძე, რომელმაც თავისი ნათესავი, „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე 2000 ლარით დააჯარიმა, ფიგურირებს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის დავაში ყაზახური კომპანიის წინააღმდეგ.
ჩამოტვირთე მეტი