რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2023 წლიდან. აშუქებს საგარეო პოლიტიკასა და სხვა მიმდინარე მოვლენებს.
„ბანკებს ვუწესებთ ჯარიმას, როცა ეს აუცილებელია“, - თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, მას შემდეგ, რაც იგი ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ ბანკ „ქართუს“ დაჯარიმების ამბავზე გამოკითხეს - გიორგი ბაჩიაშვილის კრიპტოვალუტების საქმის ფარგლებში.
მაღაზიიდან გამოძახებული საბავშვო წყლის ბოთლიდან დალეული სითხის გამო სამ-ნახევარი წლის ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა. ოჯახის დაკვეთით სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზა აჩვენებს, რომ ბოთლში ესხა აზოტმჟავა - ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერება.
„ქართული ოცნება“ მორიგ შემზღუდავ კანონებს აანონსებს - საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ადრესატები ამჯერად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.
სირიის ყოფილი ავტორიტარი ლიდერი ბაშარ ალ-ასადი, - რომელიც 2024 წლის 8 დეკემბერს ოპოზიციის შეტევის ფონზე რუსეთში გაიქცა, - 2017 წლის ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ახლა მეორე ვადით ხდება პრეზიდენტი, „დიპ სტეიტის“ მარიონეტს უწოდებდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 26 ოქტომბრის შემდეგ უკვე სამჯერ მიულოცა „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარჯვება და ერთხელ - მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა.
2024 წლის 8 დეკემბერს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოქცევისა და დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS-ის) მიერ ხელისუფლების სადავეების ხელში აღების შემდეგ, სირიის საგარეო პოლიტიკა ძირეულად იცვლება.
ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ განცხადებები უკვე სამი წელია, ემთხვევა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ანტიდასავლურ რიტორიკას - უკრაინაში ომის მიზეზებზე, „უცხოეთის აგენტების კანონსა“ თუ დასავლეთის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებზე.
დღეს, 2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა, - რის შემდეგაც თითქმის სამი კვირაა, საპროტესტო აქციები იმართება, - უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას უძრავი ქონების სააგენტოები.
14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, - რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობენ,- „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს უყარა.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს საქართველოს მთავრობისადმი უსამართლო დამოკიდებულების მქონე ქვეყნების სიაზე. ანალიტიკოსების თქმით, ეს ინიციატივა ჰგავს რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიას და „რუსული სახელმძღვანელოდანაა“.
„ქართული ოცნება“ საპროტესტო დემონსტრაციების პასუხად არაერთ ცვლილებას გეგმავს, მათ შორის პიროტექნიკის რეგულაციებსა თუ ნიღბებს აქციებზე.
აქციაზე დემონსტრანტებს ნიღბების ტარება და სახის დამალვა ეკრძალებათ, რეგულაციები წესდება პიროტექნიკის გამოყენებაზე, საჯარო სამსახურებს უფრო მარტივად შეეძლებათ „რეორგანიზაცია“ - შესაბამისად, ადამიანთა გათავისუფლება. პოლიციელად მუშაობის დაწყება კი უფრო მარტივდება, ვიდრე აქამდე.
ბრიუსელში, რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება კვლავ განიხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების საპასუხოდ“.
ჯერ წინასაარჩევნო პერიოდში, შემდეგ კი პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის საფრთხის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ბანკი სტაბილურად და რეკორდულად ზრდის კომერციულ ბანკებზე გაცემულს სესხებს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები დაახლოებით $630 მილიონით შემცირდა, ერთი წლის ვადაში კი - ერთი მილიარდი დოლარით.
აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედია საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს და რუსეთის სამთავრობო წრეების კვალდაკვალ, დასავლეთს საქართველოს საქმეებში ჩარევაში სდებდა ბრალს.
საარჩევნო ექსპერტები და მონაცემთა ანალიტიკოსები საქართველოს რეგიონებში გადანაწილებული ხმების გრაფიკულ გამოსახულებაში კანონზომიერებიდან გადახრებს ამჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ეს არჩევნების გაყალბების ირიბი მტკიცებულებაა. „რუსული კუდი“ - ასე ეძახიან ისინი ამ ანომალიებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებული შედეგებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ, საქართველოში ჩატარებულ ბოლო არჩევნებთან შედარებით (2021 წლის ადგილობრივი არჩევნები), მხოლოდ 1000-მდე ხმით გაიუმჯობესა შედეგი, „ქართულმა ოცნებამ“ კი - 300 000-მდე ხმით.
შეთქმულების თეორიის გამდიდრება ახალი დეტალებით „გლობალური ომის პარტიის“ შანტაჟზე, სიახლეები ოფშორებში სასამართლო დავებიდან, აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დაგეგმვა, პოლიტიკური ოპონენტების საფრთხედ მონიშვნა, საუბარი საქართველოს „ეკონომიკურ სასწაულზე“ და უნებლიეთ გამოვლენილი მოწყვლადობა.
ჩამოტვირთე მეტი