იანვრიდან ბიზნესს გაზის საფასური გაეზრდება. ტარიფის მომატების შესახებ ინფორმაცია ჯერ „სოკარ ჯორჯია გაზმა” გაავრცელა, რომელიც რეგიონების გაზმომარაგებას უზრუნველყოფს, შემდეგ კი - „თბილისი ენერჯიმ”.
ამის შესახებ კვლევითი ცენტრის PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის.
შემცირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, ჯერჯერობით უცნობია. დაფინანსების წესის ცვლილებაზე მსჯელობა პარლამენტის წევრების მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა განაახლა. ცვლილებები არა ოპოზიციამ, არამედ მმართველი პარტიის წევრებმა მოითხოვეს. ოპოზიციამ ინიციატივა მოიწონა.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოემბრის დასაწყისში მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სათამაშო ბიზნესს დამატებით ახალი რეგულაციები უწესდება, რაც 2024 წელს დაახლოებით 400 მილიონი ლარით გაზრდის ქვეყნის ბიუჯეტს. ამ განცხადებიდან 4 დღით ადრე პარლამენტში უკვე შესული იყო მმართველი პარტიის წევრების კანონპროექტი.
ეროვნული ციფრული ვალუტა ჯერჯერობით მხოლოდ ისევ იდეაა, რომლის რეალურად შექმნასა და განვითარებაზე საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან უკვე მუშაობს.
დღეს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა - იმ დათქმით, რომ ქვეყანა რეფორმირებას განაგრძობს. მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, საბოლოოდ დეკემბერში გადაწყდება.
ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, ისრაელისა და „ჰამასის“ ომი საქართველოს ტურისტულ შემოსავლებს წელსვე დაახლოებით 70 მილიონი დოლარით აზარალებს. ამ მასალაში ვარკვევთ, რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს და არსებობს თუ არა უფრო ოპტიმისტური სცენარიც.