“პოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ ცხელი გაზაფხული გველოდება. მოახლოებული არჩევნების წყალობით, ბევრი საინტერესო ამბის მომსწრე გავხდებით”, - წერდა „ახალი თაობა“ ორშაბათს და მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება იყო ქართული პრესის მთავარი თემა.
საქართველოში კვლავ მეტად აქტუალურად დადგა ლიდერის პრობლემა - ოპოზიცია ერთიანი ლიდერის ძიებაშია... დღესაც, როგორც უკვე გიამბობდით, საზოგადოების წარმომადგენლები ჭადრაკის სასახლეში შეკრიბნენ... როგორი უნდა იყოს ლიდერი
საქართველო დაგვშორდაო, - წერს „კომერსანტი“ 22 თებერვლის ნომერში და, აი, რას გულისხმობს გაზეთი: „მას შემდეგ, რაც საქართველო დსთ-დან გამოვიდა, 2010 წლის დასაწყისში, რუსეთის სტატისტიკის დეპარტამენტმა იგი ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების სიიდან შორეული უცხოეთის კატეგორიაში გადაიყვანაო“.
შაბათს „რეზონანსი“ კვლავ უბრუნდება ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ბედს, კომახიძისა, რომელიც ახლა შვეიცარიში იმყოფება, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ამ პრობლემაზე „რეზონანსი“ სოზარ სუბარს ესაუბრება: ”მე შევხვდი შვეიცარიის ელჩს საქართველოში, რომელსაც ვუამბე მთელი ისტორია, რაც ხდება და როგორი შავი პიარი მიდის ხელისუფლების მიერ ვახო კომახიძეზე, რა მუქარებს ჰქონდა ადგილი და აღმოჩნდა, რომ მან კარგად იცოდა ყველაფერი”, - უთხრა გაზეთს სოზარ სუბარმა.
უკვე კარგა ხანია რუსეთს ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდის ”მისტრალის” ყიდვა უნდოდა. და აი, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ამ გარიგებაზე თანხმობა განაცხადა. რამდენიმე დღეა გრძელდება დისკუსიები ამის თაობაზე. რას ნიშნავს და რას მოასწავებს ეს ამბავი, რას მოიტანს რუსეთის სამხედრო გაძლიერება და რატომ შეიძლება დაუშვას ეს ევროპამ?!. საერთოდაც, რა ტენდენციები შეინიშნება რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რა პროცესები ვითარდება საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე და სად არის ამ დროს საქართველო?!. სწორედ ამაზე საუბრობენ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან ექსპერტები გია ნოდია და ბაკურ კვაშილავა.
დღეს „იზვესტია“ მკითხველს ამცნობს, რომ უკრაინა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრ პოროშენკომ განაცხადაო, - წერს გაზეთი და მინისტრის სიტყვები მოჰყავს:
"რადიო თავისუფლების" ვებგვერდის რუბრიკას "ინტერაქტიული დიალოგი" ექსპერტი ზურაბ აბაშიძე სტუმრობს. ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად და შეკითხვებიც თავად შეარჩიეს რეიტინგის მიხედვით. ოთხშაბათს, 3 თებერვალს ზურაბ აბაშიძე "რადიო თავისუფლების" ვებგვერდს ეწვევა და კომენტატორების შეკითხვებს "ცოცხალ" რეჟიმში უპასუხებს.
მიმდინარე კვირა ქართულ პრესაში კვლავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრით და ქართველი პოლიტიკოსების რუსეთთან დიალოგის თემით დაიწყო. ორშაბათიდან მოყოლებული, პრესაში რამდენიმე ინტერვიუ დაიბეჭდა ზურაბ ნოღაიდელთან.
ამ ბოლო ხანს ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა განათლების სფეროში. კიდევ უფრო მეტი იგეგმება. ეს გეგმები ასახულია დოკუმენტში სახელწოდებით - ”განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოწვევები 2010-2011”. ყოველკვირეული პროგრამაში ამ თემაზე მსჯელობენ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და თბილისის 24-ე სკოლის დირექტორი გია მურღულია.
საკმაოდ ბევრ პუბლიკაციას შეხვდებით დღევანდელ რუსულ გაზეთებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის თაობაზე. პრესა განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას საპარლამენტო ასამბლეის ახალ თავმჯდომარედ თურქეთის პარლამენტის დეპუტატის მევლიუტ ჩავაშოღლუს არჩევაზე.
მიმდინარე კვირა კვლავ არჩევნებზე ლაპარაკით დაიწყო. ორშაბათს გაზეთ „მთელი კვირისათვის“ მიცემულ ინტერვიუში “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი, ოპოზიციის გაერთიანების შესაძლებლობებზე საუბრობდა.
ახალი წლის დასაწყისში რუსეთის პრესა გასული წლის შედეგებს აჯამებდა. „იზვესტია“ წერს, რომ დმიტრი მედვედევისა და ვლადიმირ პუტინის მთავარი დასკვნა 2009 წლის თაობაზე ასეთია: „ კრიზისი დაძლეულია. ანტიკრიზისულმა ზომებმა გაამართლა“.
ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის პრესა ბევრს წერდა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენის განახლების პერსპექტივის შესახებ. ”საქართველოს სამშვიდობო გზა” - ასეთი იყო „ვრემია ნოვოსტეიში“ დაბეჭდილი პუბლიკაციის სათაური.
მიმდინარე კვირას კვლავ გრძელდებოდა საუბარი და განსჯა ტირძნისელი მოზარდების ცხინვალის საპყრობილიდან გამოხსნის თაობაზე.
რუსეთის პრესა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს - დმიტრი მედვედევის პროექტს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმების თაობაზე.
მიმდინარე კვირას იმ მრავალ თემას შორის, რომელთა შესახებაც ქართული პრესა წერდა, ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა და მასთან დაკავშირებული პერიპეტიები იყო.
“ცხინვალის იზოლატორში მოზარდების თითქმის ორკვირიანი ტყვეობის შემდეგ ევროკავშირის შეფიქრიანება ღრმა შეშფოთებაში გადაიზარდა”, - წერდა ორშაბათს „კვირის პალიტრა“.
იმ მრავალ პრობლემათა შორის, რომლებზეც მიმდინარე კვირას წერდა ქართული პრესა, ერთ-ერთი უმთავრესი არჩევნები იყო.
ჩამოტვირთე მეტი