წინასაარჩევნოდ, რადიო თავისუფლების მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთხელ შეხვდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენლებს.
წინასაარჩევნოდ, რადიო თავისუფლების მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთხელ შეხვდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენლებს. საგანგებო, ერთსაათიან გადაცემაში, სტუმრები ორ თემაზე საუბრობენ - სოციალურ საკითხებსა და ეკონომიკურ პრობლემებზე.
რას ხედავს ტურისტი, როცა საქართველოში ჩამოდის? - რა თქმა უნდა, ისტორიული ძეგლებისა თუ ტურისტული სანახაობის გარდა.
პანკისში ვართ... დუისის ახალგაზრდულ ცენტრს ვუახლოვდებით. სასტიკად ცხელა. ხალხი ჯგუფებად შეკრებილა ეზოში - ჩრდილს აფარებენ თავს. მანქანიდან მაღალი, გამხდარი ქალი გადმოდის. „გამარჯობა!“ - ამბობს ქართულად. ეს ალექსანდრა ჰოლ ჰოლია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში.
დღე არ გავა, რომ ავტოკატასტროფის შესახებ არ გავიგოთ ამბავი... მხოლოდ გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში 600-ზე მეტი კაცი გარდაიცვალა, დაშავებულთა რაოდენობა კი ათი ათასს ცდება! - ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა გახლავთ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში მღელვარება ამჯერად უკავშირდება წარმომადგენლობითი საბჭოს, სენატის მოახლოებულ არჩევნებს.
გამოკითხულთა 13 პროცენტმა უპასუხა, რომ შიმშილობს. საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა მეტიც იქნება და კვლევაში არ გამოჩნდა.
ვიდექი და ვტიროდი. და ვამბობდი, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს საავადმყოფოა და რომ იქ, მიხურულ კარს მიღმა, დედაჩემი შეიყვანეს და მე არ ვიცი, როგორ არის და მოეხსნა თუ არა შეტევა; რომ, რა თქმა უნდა, ვღელავ და მეშინია! და მინდა, რომ ვინმე დამელაპარაკოს და რომ ეს ოხერი ჩანთა შეუტანოს დედას.
როგორია ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა მდგომარეობა საქართველოში?
25 მაისს ჩატარდა პირველი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ქართული ფოტოგრაფიის დღის დაფუძნებასა და ფოტოგრაფიის ხელოვნების კვლევას ეძღვნებოდა.
რატომ არის საჭირო ფემიციდის განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულად აღიარება? მოხერხდება თუ არა ამ გზით გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების პრევენცია? იურიდიული ნიუანსები „ფემიციდის“ განმარტებიდან სასჯელის ზომის განსაზღვრამდე...
საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს.
რატომ არ ვიცით დაზუსტებით, რამდენი ბავშვი ცხოვრობს ახლა ქუჩაში? რამდენი გოგონაა მათ შორის? რამ უბიძგა მათ, ქუჩაში გამოსულიყვნენ? როგორ ზრუნავს ამ ბავშვებზე სახელმწიფო და რას ნიშნავს ჩრდილოვანი ბავშვთა სახლები?
რატომ შექმნეს პატარა ელის გერმანელმა მშობლებმა საგანგებო ფონდი საქართველოში? რატომ ცდილობს ეს ფონდი ბავშვებისათვის სამგზავრო სავარძლების დამკვიდრებას, რათა ელის ტრაგიკული ამბავი არ განმეორდეს და რატომ არ ცდილობენ ამას ქართველი მშობლები?
ვინ რატომ მიიჩნევს ან არ მიიჩნევს თავს ბედნიერად და ვისთვის რა არის ბედნიერების საბაბი? დღეს ამაზე საუბრობენ ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, ფილოსოფოსი ემზარ ჯგერენაია და სახელდახელოდ გამოკითხული მოქალაქეები.
ბიჭები იდგნენ და მღეროდნენ მაგრად! გულშიჩამწვდომად. მღეროდნენ ისე, რომ ნელა-ნელა გაქრა გვერდით მდგომი დიდი და ბრჭყვიალა ეშმაკის ბორბალი; გადაფარა ბავშვების ღრიანცელი და ბორბლის გონდოლებში ადგილებისთვის ბრძოლა; გაარღვია ქუთაისის მუქი ლურჯი დაბინდული ცა და ავიდა სადღაც, ძალიან შორს!
შთამბეჭდავი ამბავი გავრცელდა: ამერიკის შეერთებული შტატები განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად საქართველოს 140 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს, მართლაც,კიდევ ერთი უდიდესი შანსია.
ჩამოტვირთე მეტი