ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
სამხრეთ ყირგიზეთში 1 სექტემბერს სწავლა იწყება, თუმცა მშობლები ბავშვების სასკოლოდ აღჭურვაზე მეტად მათ უსაფრთხოებაზე ღელავენ. ჯერ ცნობილი არ არის, რამდენად სტაბილურია მშვიდობა რეგიონში.
ჩელიაბინსკში მიმდინარე როკ-ფესტივალზე 29 აგვისტოს რამდენიმე ათეული თავგადაპარსული ახალგაზრდა შეიჭრა. მათ დამსწრეების ცემა დაიწყეს - ურტყეს მსმენელებსაც და პოლიციასაც. ჯერ გაურკვეველია, თუ ვინ იყვნენ თავდამსხმელები და რა უნდოდათ.
საქართველოში განათლების დონის გაუარესებაზე ქვეყნის ხელისუფლებაც ლაპარაკობს და ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებმაც დაადასტურა. თავდაპირველად ვიმსჯელებთ, თუ რა ტიპის რეფორმა სჭირდება განათლებას. განვიხილავთ იმასაც, თუ რატომ მორჩილებენ და მორჩილებდნენ ადამიანები ტოტალიტალისტურ რეჟიმებს?
როდესაც საქმე კოსოვოს შეეხება, დასავლეთი და სერბია განსხვავებულ რეალობებში ცხოვრობენ. სერბია კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის პროცესი დასრულებული არ არის, დასავლეთი კი, უფრო და უფრო გაღიზიანებული, საპირისპიროს ამბობს.
ერთი კვირის წინ რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნა 2044 წლამდე ხანგრძლივდება.
უკრაინაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები ტარდებოდა. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მეცხრამეტე წლისთავს უკრაინას სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ულოცავდნენ.
როგორც აღმოჩნდა, გაფრენილ სიტყვას ვერ დაეწევი და წინა გადაცემაში მიცემულ დაპირებას ასრულება უნდა. მაშ კარგი. ახლა კი, ახალგაზრდებო, გამოდით, თქვენი ჭირიმე.
თავდაპირველად მოგითხრობთ 1300 წელსა გადაწერილი მოქვის ოთხთავის შესახებ, რომელიც გადაუდებელ დიაგნოსტიკასა და რესტავრაციას საჭიროებს. გეტყვით იმის შესახებაც, რომ საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა თითქმის ნახევრის სიკვდილიანობის მიზეზი ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოა.
„ნიუსვიკმა“ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „ჯაშუშების რესპუბლიკა“. ანა ნემცოვა წერს, სეპარატისტული რესპუბლიკა რუსული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ არის კოლონიზებული, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავსო.
საფრანგეთმა ქვეყნიდან ასობით ბოშის გაძევება დაიწყო. მათ სპეციალური რეისებით რუმინეთსა და ბულგარეთში გაამგზავრებენ. საფრანგეთის ხელისუფლების ამ ქმედებას თან ძლიერი კრიტიკა ახლავს.
ახალგაზრდებს აინტერესებთ მხოლოდ სექსი, ძალადობა და ქალიშვილობის ინსტიტუტი. ჩვენს გადაცემაში კი არც ერთზეა ხოლმე ლაპარაკი, არც მეორეზე და არც მესამეზე. ისმის კითხვა: აბა რის ახალგაზრდულია ეს პროგრამა? ისმის პასუხიც: რავი, აბა...
ეს გადაცემა, წესით, ეძღვნებოდა სიმღერებს, რომლებიც ქართულ ფეხბურთთან ასოცირდება - ცხადია, სევდიან სიმღერებს. თუმცა, გზად, ჯგუფ Love-ისადმი შემოგვეძღვნა.
ჩეხეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ, პრაღაში მომუშავე რუსეთის დიპლომატიური კორპუსის მესამედი მაინც - ანუ მინიმუმ 60 ადამიანი - ჯაშუშია. რუსეთის დაზვერვის სამსახური აგრესიულად მუშაობს და ის მზარდია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში.
ჰელსინკის დეკლარაციას 1975 წლის 1 აგვისტოს 35-მა სახელწიფომ მოაწერა ხელი - მათ შორის, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ, კანადამ, აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა. ეს ისტორიული აქტი განიხილებოდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიურ გამარჯვებად.
ალბათ არ გაგიგიათ, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ერთხელ მაგიდაზე იცეკვა. მართლა. თავიდან მეც არ მჯეროდა. მისმა დამ კი კაბა მუხლსზემოთ აიწია. ო ტემპორა, ო მორეს.
ეს საზაფხულო „თავისუფლება გისმენთ“ გახლავთ. გადაცემა მთლიანად ეთმობა ჩვენი ბლოგის კომენტატორებს, რომლებმაც კულტურაზე, მუსიკაზე და მსგავსებზე მოგვწერეს.
გასული კვირის საზღვარგარეთის პრესა განსაკუთრებით ბევრს წერდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრზე და ფოტოზე, რომელზეც ის მაგიდაზე ცეკვავს. პუბლიკაციებს ამასთან დაკავშირებით აქვეყნებდა უცხოეთის წამყვანი ბეჭდური მედია - მაგალითად, „ნიუ-იორკ ტაიმსი“.
დღეს საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მისი გადადგომა ოფიციალური პირების მხრიდან მზარდმა ზეწოლამ განაპირობა.
რუსეთის პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც ფედერალური უშიშროების სამსახურის - ეფესბეს - უფლებებს ზრდის. ადამიანის უფლებათა დამცველები ახალ კანონს აკრიტიკებენ.
დღეს რუსეთი ახალ დღესასწაულს აღნიშნავს - კიევის რუსეთის მიერ მეათე საუკუნეში ქრისტიანობის მიღებას. ამავე დროს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას სულ უფრო ხშირად განიხილავენ როგორც კრემლის ყველაზე ეფექტურ იარაღს ახალი, პოსტსაბჭოთა იდენტობის ჩამოსაყალიბებლად.
ჩამოტვირთე მეტი