ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
ალბათ არ გაგიგიათ, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ერთხელ მაგიდაზე იცეკვა. მართლა. თავიდან მეც არ მჯეროდა. მისმა დამ კი კაბა მუხლსზემოთ აიწია. ო ტემპორა, ო მორეს.
ეს საზაფხულო „თავისუფლება გისმენთ“ გახლავთ. გადაცემა მთლიანად ეთმობა ჩვენი ბლოგის კომენტატორებს, რომლებმაც კულტურაზე, მუსიკაზე და მსგავსებზე მოგვწერეს.
გასული კვირის საზღვარგარეთის პრესა განსაკუთრებით ბევრს წერდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრზე და ფოტოზე, რომელზეც ის მაგიდაზე ცეკვავს. პუბლიკაციებს ამასთან დაკავშირებით აქვეყნებდა უცხოეთის წამყვანი ბეჭდური მედია - მაგალითად, „ნიუ-იორკ ტაიმსი“.
დღეს საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მისი გადადგომა ოფიციალური პირების მხრიდან მზარდმა ზეწოლამ განაპირობა.
რუსეთის პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც ფედერალური უშიშროების სამსახურის - ეფესბეს - უფლებებს ზრდის. ადამიანის უფლებათა დამცველები ახალ კანონს აკრიტიკებენ.
დღეს რუსეთი ახალ დღესასწაულს აღნიშნავს - კიევის რუსეთის მიერ მეათე საუკუნეში ქრისტიანობის მიღებას. ამავე დროს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას სულ უფრო ხშირად განიხილავენ როგორც კრემლის ყველაზე ეფექტურ იარაღს ახალი, პოსტსაბჭოთა იდენტობის ჩამოსაყალიბებლად.
სტივენსი 60-იანი და 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი იყო, შემდეგ კი მან ისლამი მიიღო, სახელად იუსუფ ისლამი დაირქვა და პოპ-სამყაროს ჩამოშორდა. კონცერტების ჩატარება მან მხოლოდ რამდენიმე წლის წინ განაახლა.
ახალგაზრდული პროგრამის ამ გადაცემას ორი მიზანი აქვს: ერთი - გითხრათ, თუ როგორი იქნება მეხუთე თამაში "ცივილიზაციის" სერიაში. მეორე - მოგანდომოთ, რომ სექტემბრამდეც მოუსინჯოთ "ცივილიზაციას" გემო. ოღონდა, გაფრთხილდით! ნარკოტიკივითაა.
გამოხმაურებები იური ვაჩნაძის ბლოგთან დაკავშირებით ამ კვირაშიც მივიღეთ. ასევე, შევეცადეთ პასუხი გაგვეცა საკითხზე, რომელზეც მსმენელთანაც გვიკამათია, მეგობრებთანაც და კოლეგებსაც - "შვეცია" უნდა ვთქვათ ხოლმე რადიოში თუ "შვედეთი".
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა, მაგრამ მასზე კიდევ კარგა ხანს ილაპარაკებენ. სხვა თუ არაფერი, სწორედ 4 წელიწადში ერთხელ ჩატარებულ ტურნირში იკვეთება ყველაზე კარგად, თუ სად არის ან საითკენ მიდის თანამედროვე ფეხბურთი.
რინგო სტარი 70 წლის გახდა. მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჯგუფის დრამერი მსოფლიოში საუკეთესო, ტექნიკური თვალსაზრისით, ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, ამბობენ, რომ რინგომ მუსიკაში ახალი პარადიგმა შექმნა.
ქართველ ბლოგერებს აქვთ ერთგვარი თამაში - ერთი დაწერს რამე თემაზე. მერე „დათაგავს“ (თუ „დათეგავს?“ რად დუმხარ, ორთოგრაფიულო ლექსიკონო?) სხვებს და იმათაც ამაზე უნდა წერონ ...
ახალი სიმღერა სათაურით "არ გვინდა ვანია" უბრალოდ ცუდი და უგემოვნო არ არის. ის დღევანდელ ქართულ შოუბიზნესში არსებულ მდგომარეობას ასახავს - კომერციულია ის, რაც შეიძლება ხელისუფლებაში მოეწონოთ.
ჰილარი კლინტონის ტურნემ 5 ქვეყანაში - მათ შორის, საქართველოში - დასავლეთის პრესა კიდევ ერთხელ აალაპარაკა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე კავკასიაში.
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს დღეს ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ელიან. ხუთი მათგანი ოთხშაბათს უნდა წარმდგარიყო ბოსტონისა და ვირჯინიის სასამართლოების წინაშე, მაგრამ ბოლო წუთს გადაწყდა, რომ ისინი ნიუ-იორკში მყოფ დანარჩენ ხუთს შეერთებოდნენ.
დემოკრატიას მსოფლიოში პრობლემები აქვს. ჰილარი კლინტონის ტურნე კი სწორედ მსოფლიო დემოკრატიის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად - წერდა დასავლური პრესა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ხუთდღიან ვიზიტზე ხუთ ქვეყანაში.
ალბათ მოგწყინდა - შეხვალ "ფეისბუკზე" და საფეხბურთო სტატუსების, ოხვრა კვნესის და სიხარულის მეტი ვერაფერს ნახავ. მაგრამ, აბა გულზე ხელი დავიდოთ - ადრე რამე საინტერესო იყო, რო? კვიზები ჯობდა თუ პოლიტიკური ბატალიები?
ეს არც რევოლუციურად ახალი მუსიკაა, არც ახალი სიტყვაა და განსაკუთრებულად ორიგინალურიც არ გახლავთ. მიუხედავად ამისა, კარგია. გასართობია. თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს. თან ერთი კარგი თვისება აქვს - დიდი ჩაჯდომა არ უნდა. ეგრევე მიხვდები, საშენოა თუ არა.
მიმოხილვას „რეზონანსით“ დავიწყებთ, რომელიც მიუნხენში ჩატარებულ შეხვედრაზე წერს, სადაც ახალი ოპოზიციური ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.
დღევანდელ პრესაში რაიმე ერთი საერთო თემის გამოყოფა გვიჭირს, ამიტომ შემოგთავაზებთ რამდენიმე პუბლიკაციას, რომელიც სხვებზე საინტერესოდ მივიჩნიეთ.
ჩამოტვირთე მეტი