ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩამოართვა ამერიკის შეერტებული შტატების ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს. ამერიკის ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე და საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვითარებაზე ლაპარაკობს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები, თუმცა უარყოფითი ბევრად სჭარბობს დადებითს.
”გაჩეჩილაძემ არჩევანი უკვე გააკეთა” - იუწყება დღევანდელი „რეზონანსის“ მოწინავე სტატიის სათაური. თავად სტატიის თანახმად, გაჩეჩილაძის პოზიციას მომავალ არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და, მართალია, ის ჯერ თავის პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებს და ოპოზიციის ორივე ნაწილი ამბობს, რომ მასთან კონსულტაციებს აგრძელებს, მაგრამ, ”რეზონანსის” ინფორმაციით, მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია. მან ისაუბრა ანტიმონოპოლიური რეფორმის დასაწყებად გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე და იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი.
მართალია, თურქეთში მიწისძვრა მოხდა, მაგრამ, ქართველი სეისმოლოგების თქმით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არისო, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. ჩვენ სეისმურად ისეთ აქტიურ ზონაში არა ვართ, როგორც თურქეთი ან ჩილეო, - უთხრა გაზეთს სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა.
რეპის დიდი ნაწილი ან ძალადობაზეა, ან სექსზე და ან იმაზე, თუ ვის რამდენი ფული აქვს და რა კარგია ეს. სოციალურ პრობლემებზეც რეპავენ ხოლმე, მაგრამ უფრო იშვიათად და, ცოტა არ იყოს, მოსაწყენად. ჩვენ კი ისეთ ჰიპ-ჰოპს გადავხედავთ, რომელიც თან სოციალურ თემებზეა და, ამავე დროს, კარგიცაა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველი გენდერულ საკითხებში. საბედაშვილი თვლის, რომ, მართალია, წესით ყოველი დღე დღესასწაული უნდა იყოს, როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის, მაგრამ...
”სააკაშვილის უცნაური და საიდუმლო ვიზიტი თურქეთში” - ასეთია დღევანდელი ”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაური. გაზეთი წერს, რომ, თურქული მედიასაშუალებების ცნობით, ორშაბათს მიხეილ სააკაშვილი სტამბულში იყო ჩასული ორი საათით.
3 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი. რას აშენებენ საფრანგეთი და რუსეთი ”მისტრალთან” ერთად? რატომ გადაწყვიტა საფრანგეთმა რუსეთისთვის სამხედრო გემის მიყიდვა?
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი. ირაკლი ალასანიაზე ლაპარაკისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეცდომა ყველას მოსვლია და უარესია, როდესაც პოლიტიკოსი თავისი არასწორი გადაწყვეტილებების ტყვედ რჩება და პოზიციას აღარ იცვლის.
დღევანდელი პრესის მიმოხილვის დასაწყისში მოკლედ გაგაცნობთ ამონარიდებს, რომლებიც ოპოზიციის გეგმებს ეხება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებში. მოკლედ კი იმიტომ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სწორედ ეს თემა დომინირებს ქართულ გაზეთებში
გაზაფხული მოვიდა ხალხნო! მოდი, სიმღერები შემოვძახოთ, სწორედაც გაზაფხულის შესაბამისი, ვიდრე დე იურე გაზაფხული დე ფაქტო გაზაფხულად არ გადაიქცევა და ცოტა ხანს ჩვენთან არ დარჩება. მერე კიდევ ზაფხული მოვა.
რადიო თავისუფლებაში სტუმრად იყო ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი. მისი განცხადებით, ნოღაიდელის გვერდით დგომით პოლიტიკოსები პრორუსულობის ჩრდილს აყენებენ ოპოზიციას და რომ, საერთო კანდიდატის გამოსარკვევად არ არის საჭირო საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე. მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, გახანგრძლივდება თუ არა ვადა, ის მაინც არ იქნება საკმარისი სიების საბოლოო და ამომწურავად გადამოწმებისთვის.
დღევანდელი პრესის მთავარი თემა ”ალიანსში” გაჩენილი უთანხმოება და ოპოზიციის მომავალი გეგმები იყო. ”სარწმუნო ფიცი, საკვირველი ბოლო” - ასე შეაფასა ”რეზონანსმა” ”ალიანსის” ლიდერთა განცხადებები.
მიმოხილვას ”ვერსიით” დავიწყებთ, სადაც დღეს წაიკითხავთ ვრცელ ინტერვიუს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან. ”მეც ერთი გაბრაზებული ამომრჩეველი ვარ და მინდა, ყველაფერი დავალაგო” - ხარატიშვილის ეს ფრაზაა გამოტანილი სტატიის სათაურად. ”ამდენი ხანია, არეულია ყველაფერი და მინდა დავალაგოო”, - უთხრა ხარატიშვილმა „ვერსიას“ და იქვე განმარტა, თუ რას გულისხმობს დალაგებაში...
დღევანდელ ახალგაზრდულ პროგრამაში ვილაპარაკებთ ორ სიმღერაზე, რომლებიც თბილისზე არ არის დაწერილი, მაგრამ მაინც შეიძლება მივუსადაგოთ საქართველოს დედაქალაქს. თან არც თუ ისე კარგი კუთხით...
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამის ხელმძღვანელი ელადა გამრეკლიძე, რომელიც ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ანგარიშზე აკეთებდა კომენტარს. მან თქვა, რომ მოხსენებაში მოყვანილი დასკვნების ნაწილს ეთანხმება
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ბავშვი და გარემოს” პრეზიდენტი ნანა იაშვილი. მან ილაპარაკა შეხვედრაზე, რომელიც სახალხო დომცველის ოფისში შედგა და სადაც ქალების და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დიდი ნაწილი მონაწილეობდა.
ჩამოტვირთე მეტი