უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
აშშ-სა და საქართველოს შემდგომ ურთიერთობებს მიეძღვნა ვაშინგტონში გამართული შეხვედრა.
26 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არჩილ კაიკაციშვილი, ”ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის” თანადამფუძნებელი.
”ამნისტია იქნება... ვის შეეხება, ჯერ არ იციან” – ”რეზონანსი” აქვეყნებს მოსალოდნელი ამნისტიის შესახებ მოსაზრებებს. სტატიის ბოლოდან დავიწყებ, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარია ამნისტიის საკითხზე. ის განმარტავს: ”ამნისტიის შინაარსის თაობაზე საუბარი წინასწარ იკრძალება.
ქართულ პრესაში გრძელდება კულტურის სამინისტროს თემაზე მიმდინარე დისკუსია. ”ყველა სიახლეში” მინისტრობის კანდიდატ გურამ ოდიშარიასთან ინტერვიუ ქვეყნდება.
23 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე.
”გვესმის, რომ ”იმედი” იქნება პროექტი, რომელშიც ფულის ჩადებაა საჭირო. მე ამას განვიხილავ როგორც კიდევ ერთ საქველმოქმედო პროექტს. ბიზნესისთვის მე ეს ტელევიზია ნამდვილად არ მჭირდება, მის გამოყენებას არც ბიზნესისთვის ვაპირებ და არც პოლიტიკური მიზნები მაქვს”, ამბობს ინა გუდავაძე ”ლიბერალისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
19 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ხათუნა გოგალაძე, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი.
იჩქერიის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის დისშვილმა ”მეცხრე არხის” შემდეგ გაზეთ ”რეზონანსს” მისცა ინტერვიუ ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ. ის ამბობს, რომ ”სპეცოპერაცია იყო მხოლოდ პოლიტიკური რეკლამა და სხვა არაფერი”.
რას ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა ხელისუფლების ცვლილების პირობებში და სად არის ამ დროს სამართლის ადგილი?..
”რეზონანსი” წერს ტელეკომპანიებისთვის დაგროვილი დავალიანებების ჩამოწერის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაზე. ”რეზონანსისთვის” ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედიაექსპერტ მამუკა ანდღულაძეს უთქვამს.
15 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი გიგოლაშვილი, საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი.
”რეზონანსი” წერს, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა ინგრევა. პარლამენტის შენობაში მყოფ ადამიანებს გაზეთისთვის უთქვამთ, რომ ” მოულოდნელად გაიბზარა სამმეტრიანი მინა და მათ მიაჩნიათ, რომ შენობა იმდენად ავარიულია, რომ შესვლაც არ შეიძლება.
11 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეთერ მათურელი, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე.
ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის 9 ოქტომბრის შეხვედრას დღეს ყველა გაზეთი აშუქებს. პირისპირ შეხვედრის შინაარსზე ცნობილი არაფერია.
9 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სოზარ სუბარი, კოალიცია ”ქართული ოცნების” მთავრობის წევრობის კანდიდატი.
მიმოხილვას ჟურნალებით დავიწყებ. ”ლიბერალში” ანა დოლიძე წერს: ”ძალადობრივ წარსულთან გამკლავებისა და დამშვიდობებისთვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე კონკრეტული პირების დაკავება ან მათი ხელშეუხებლად გამოცხადება. ერთხელ და სამუდამოდ ქართული საზოგადოება, მისთვის სანდო ადამიანების საშუალებით, საჯაროდ და მკაფიოდ უნდა დაემშვიდობოს ამ წარსულს.
5 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი.
რა პერსპექტივა და რა რისკები შეიძლება უკავშირდებოდეს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს? რა გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას მოვლენა - არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება - რომელიც თავისთავად პროგრესულად ფასდება?
3 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკა სირაძე-დელონე, კონსულტანტი საარჩევნო საკითხებში.
დღევანდელი პრესა არჩევნების დღის ამბებზეც ჰყვება. “რეზონანსის” ავტორი 1 ოქტომბრის ღამით “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა მიერ გამარჯვების აღნიშვნაზე წერს: “რომ არა ლურჯი დროშები და რეკონსტრუირებული თავისუფლების მოედანი, ისეთივე შთაბეჭდილება იქმნებოდა, როგორიც იყო 2003 წელს.
ჩამოტვირთე მეტი